06 მაისი, 2016
ლევან როსტოშვილი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს
ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა ლევან როსტოშვილი (როსტო) დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ჰეროინი, ბუპრენორფინის, მეტამფეტამინი და მეტადონი ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ლევან როსტოშვილთან ერთად დაკავებულია  „ჩემო ცოლის დაქალების" მსახიობი ლაშა კურტანიძე.

როსტო და მისი მეგობარი გვიან ღამით აიყვანეს.

ბეჭდვა