05 მაისი, 2016
გიგი გაჩეჩილაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავებმა'' შეყვარებულს დააშორა - როგორი ურთიერთობა აქვს სალომე ჭაჭუასთან
გიგი გაჩეჩილაძემ ჟურნალ ''სარკესთან'' შეყვარებულ ანანო ჯოხაძესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით პროექტმა ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' ანანოსთან დააშორა.

''ცეკვების გარდა აღარაფრისთვის გვრჩება დრო. შეყვარებული დამშორდა. არა, გეხუმრეთ. უბრალოდ ერთი კვირაა, რაც არც კი მინახავს. დილით რეპეტიციაზე რომ შევდივარ მას სძინავს, რეპეტიციიდან ისეთ დროს გამოვდივარ, როცა უკვე სძინავს''.

გიგი გაჩეჩილაძემ ოცნების ქალი იპოვა - ვინ არის ანანო ჯოხაძე

კითხვაზე - სალომე ჭაჭუასთან რომ აქტიურად გიწევთ შეხება, ხომ არ ეჭვიანობს - გიგი პასუხობს:

''არა. ჩვენს ურთიერთობაში მთავარი ნდობაა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ. სისულელის გამო არ ვკამათობთ. ამ რეპეტიციების გამო უკვე
ძალიან მოვაკელი ყურადღება და ორჯერ ამოფეთქა. გავჩუმდი, სხვა რა გზა იყო''.

სალომე ჭაჭუაზე კი გიგიმ აღნიშნა, რომ მასთან მუშაობა არასდროს უჭირდა. რადგან ერთმანეთს ადრეც კარგად უგებდნენ და ამის პრობლემა არც ახლა აქვთ.

ბეჭდვა