05 მაისი, 2016
სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე ბიჭის მშობლები გახდნენ - რა დაარქვა წყვილმა შვილს
მომღერალი სალომე ბაკურაძე რამდენიმე საათის წინ დედა გახდა.

ლაშამ ბასლანძემ და სალომემ შვილს ალექსანდრე დაარქვეს. როგორც ჟურნალ OK - ისთან სალომემ აღნიშნა, სახელი შვილს ალექსანდე დელ პიეროს საპატივსაცემოდ დაარქვეს. ლაშა იტალიური ფეხბურთის დიდი გუშემატკივარია.

წყვილი უამრავ მილოცვას იღებს სოციალური ქსელის საშუალებით.

ლაშას პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. სალომესთვის კი ალექსანდრე პირველი შვილია.

ლაშას და სალომეს უამრავი მეგობრის მილოცვას ვუერთდებით და ალექსანდრე ბასლანძეს ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS