04 მაისი, 2016
ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილი ინტერვიუ - „ვარ ტიპი, რომელსაც შეუძლია, გენერალი რიგითში გაცვალოს“
ტელეკომპანია "მარაოს" ახალ გადაცემაში "ანფასი" ნანუკა ჟორჟოლიანმა ერეკლე კოდუასთან დაშორების შესახებ ისაუბრა.

ნანუკამ მის და ერეკლე კოდუას შორის ურთიერთობაში წარმოქნმნილ კრიზისში თავისი თავი დაადანაშაულა, აღნიშნა, რომ მან დაკარგა „ქალი", რომანტიკა ძმაკაცობაში გადაიზარდა, საპასუხოდ კი ერეკლე წავიდა.

ჟურნალისტმა ერეკლეთან თანაცხოვრების ბედნიერი მომენტები გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოდუა მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებდა ნანუკა კი ამ ყველაფერმა გააზარმაცა. ფეხი ფეხზე გადავიდე და დავიჯერე, რომ რადგან ეს მოვიდა, აღარასდროს წავიდოდა.

ერეკლე იყო ადამიანი, რომელიც სამსახურში წასვლამდე ყავა მოედუღებინა,
შეიძლება ეს ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ ეს ურთიერთობა ასეთი იყო.

ტელეწამყვანმა საქართველოდან კოდუას წასვლის შემდეგ მისი დეპრესიული მდგომარეობაზე ისაუბრა:

"ერეკლემ გადაწყვიტა, რომ მე საქრთველოში უნდა დავრჩენილიყავი, მას რომ ეთხოვა, წამოდისიო, აუცილებლად წავიდოდი.

მით უმეტეს მაშინ, 4 თვე ვეჩვეოდი მის გარეშე დაძინებას, დილის შვიდ საათამდე ფეხით დავდიოდი, ყველა საძილე საშუალება მაქვს გამოყენებული, მაგრამ ჩემი აქ დატოვება ერეკლეს გადაწყვეტილება იყო და და ამაზე პასუხი თვითონ უნდა აგოს.

მგონია, რომ ოდესმე ჩვენს დაშორებას, ინანებს და ვფიქრობს, როცა ეს მოხდება მე უკვე ეს აღარ დამაინტერესებს", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ მას წინა საუკეთესო პერიოდი ელოდება, ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ამჟამად მამაკაცი არაა. მას არ შეუძლია ურთიერთობები მარტივად დაიწყოს და ყოველთვის შურდა იმ მეგობრების, ვისაც შეუძლია ურთიერთობას მარტივად დაწყება.

თუმცა იმაზეც ისაუბრა, რომ მის ცხოვრებაში ფლირტი იყო კოდუასთან დაშორების შემდეგ. ამბობს, რომ გრძნობისთვის შეუძლია, გენერალი რიგითში გაცვალოს.

ჟურნალისტმა მასზე გავრცელებულ ყველაზე საშინელ ჭორზეც ისაუბრა. როცა თქვეს, რომ ის გიგი უგულავაზე ციხეში დაქორწინდა, საშინლად გაბრაზდა და მზად იყო საასამართლოში ეჩივლა, ამ ჭორის გამავრცელებლისთვის.

ეს ისეთივე დაუჯერებელი რამაა, რომ ვინმეზე დაწერო, რომ პირველი სექსი დედასთან ჰქონდა. გიგის ცოლთან ვმეგობრობ, გიგი ჩემი მეგობარია და ამ ქალაქში კი ყველაფერი არ მოსულა, აღნიშნა ნანუკამ.

ბეჭდვა