08 სექტემბერი, 2013
რეჟისორი რომელიც ქართველ მსახიობებს აშიშვლებს, ბიძინა ივანიშვილის გადაღებაზე ოცნებობს
ძალიან დიდი სიამოვნებით გადავიღებდი დოკუმენტურ ფილმს თინა ხიდაშელზე. ძალიან მომწონს და ვაფასებ ელისო ჩაფიძეს. ოღონდ მათ დოკუმენტურ და არა მხატვრულ ფილმში გადავიღებდი რეჟისორი შოთიკო კალანდაძე ცნობილია, როგორც ეროტიკული ფილმების ავტორი. ამის გამო, ყოველთვის გულისტკივილს გამოთქვამს, რადგან მას ბევრი ისეთი ფილმი აქვს გადაღებული, სადაც ეროტიკა საერთოდ არაა. რეჟისორი თვლის, რომ მისი ფილმები კინოში ახალი სიტყვაა და მათ კინო-ლექსებს უწოდებს. ახერხებს და საკუთარ ფილმებში სათამაშოდ ითანხმებს ძალიან ცნობილ მსახიობებს. მის ფილმებში გაშიშვლებულან: ლიკა ქავჟარაძე, როლანდ ოქროპირიძე, ნაწილობრივ
ნანკა კალატოზიშვილი, სპორტსმენი რამაზ ნოზაძე, მაგრამ არცერთი პოლიტიკოსი. დავინტერესდით, დააკავებდა თუ არა ქართველ პოლიტიკოს ქალებს საკუთარ ფილმებში და ამ შემთხვევაში ვისზე შეაჩერებდა არჩევანს რეჟისორი. 

- შოთიკო, ამჯერად რა ფილმზე მუშაობ?
- ვაგრძელებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის სერიაზე მუშაობას. რამდენიმე ფილმზე ვმუშაობ ერთდროულად. ორი თვის წინ ნანი ბრეგვაძე გადავიღე ფილმში უკვე მეორედ. კახი კავსაძე გადავიღე მხატვრულ ფილმში `ძვირფასი ცოლი~. ბატონი კახი ჩემი ფილმების დიდი მხატვრების სერიაშიც მყავს გადაღებული. ორი ფილმი გამოვა ბატონი კახის მონაწილეობით. თქვენ ალბათ ეროტიკასთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, არის თუ არა სიშიშვლე ჩემს ახალ ფილმებში.
- რა თქმა უნდა, ეს კითხვა გვაქვს, არის ეროტიკა?
- რასაკვირველია, არის. ფილმში, სადაც თამაშობს ბატონი კახი კავსაძე, ძალიან არაორდინალური ამბავია გადმოცემული. ფილმის თემა ძალიან საინტერესოა. ის, რომ ცოლის სიყვარული უფრო ღრმა არის. კაცმაGშეიძლება, დაინახოს შიშველი ქალი და წამიერი გრძობა გაუჩნდეს. მოეწონოს და გული აუჩრქოლდეს, მაგრამ ცოლთან ურთიერთობა უფრო ღრმა და ძვირფასია. ფილმში შიშველი ითამაშებს ცირა კუპრაშვილი. ცირა ექსტრასენსია. გახსოვთ ალბათ, „პროფილში“ მაია ასათიანმა რომ მიიწვია. შირმის უკან მდგომი ია ფარულავა გამოიცნო. ცირა ჩემს სხვა ფილმებშიც არის შიშველი. ედმუნდ კალანდაძე და ზურაბ ნიჟარაძე ხატავენ.
Rating
- როდისმე გიფიქრია, ქართველი პოლიტიკოსი ქალების ფილმში მიწვევაზე?
- არ მიფიქრია, ან შეიძლება, მიფიქრია და არ მახსოვს. თავისუფლად შეიძლება, მათზე ფილმის გაკეთება. ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი ქალი გვყავს. ძალიან დიდი სიამოვნებით გადავიღებდი დოკუმენტურ ფილმს თინა ხიდაშელზე. ძალიან მომწონს და ვაფასებ ელისო ჩაფიძეს. ოღონდ მათ დოკუმენტურ და არა მხატვრულ ფილმში გადავიღებდი. ისინი ხომ მსახიობები არ არიან. რაც მათზე ტელევიზორში მინახავს, ან ინტერვიუებში წამიკითხავს, მომწონს და აქედან გამომდინარე გავაკეთე მათზე არჩევანი. დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი დოკუმენტურ ფილმს, ოღონდ ჩემებურს ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. მან გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი კარგი რამ გააკეთა, ძალიან დაეხმარა ბევრ ჩემს მეგობარ მსახიობს და ძალიან ვაფასებ.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ხათუნა
იმედია ეს მაინც გააშიშვლებს.......(არა პირდაპირი გაგებით!)
17:40 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რეზო
მეზიზღება ლიკა ამ როლში
17:24 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილია
გასაკვირი არაფერია რადგან ცხოვრება ასე მიმდინარეობს ყველას თავისი გზით გაუმარჯოს მხოლოდ კარგ და ჭკვიანურ აზრებში
12:56 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS