28 აპრილი, 2016
სკანდალი „x ფაქტორში“ - რატომ დატოვა პროექტი ნიკა გვარამიამ
„X ფაქტორის“ ჩაწერის დროს ყველასთვის მოულოდნელად განვითარდა მოვლენები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკამების ეტაპის ჩაწერის დროს, გაბუნიას გუნდის დაკომპლექტებისას მასსა და ნიკა გვარამიას შორის კონფლიქტი მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მალიბუ აღმოჩნდა, რომელიც გვარამიამ შესარჩევ ტურში ირინა ალეგროვას შეადარა.

მას შემდეგ რაც გიორგი გაბუნიამ საკუთარი არჩევანი მალიბუზე შეაჩერა და პროექტიდან მარიამ აკობია გაუშვა, ნიკა გვარამიამ შუა ჩაწერიდან პროექტი დატოვა.

ვიხილავთ თუ არა კვლავ პროექტში გვარამიას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ბეჭდვა