28 აპრილი, 2016
"კომედი შოუს" მსახიობს ავტომობილი დაეჯახა - გიორგი გოცირიძის მდგომარეობა მძიმეა
"კომედი შოუს" მსახიობს გიორგი გოცირიძეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსახიობი ბელიაშვილის ქუჩაზე მიდიოდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. როგორც AMBEBI.GE-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, გოცირიძის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"შემოიყვანეს გულმკერდის და მუცლის ღრუს დახურული დაზიანებებით, შოკურ მდგომარეობაში. ასევე აღენიშნებოდა წვივის ძვლების მოტეხილობა. ჩაუტარდა მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მკურნალობას რეანიმაციაში გადის", - აცხადებენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. იხილეთ სრულად 

ბეჭდვა