28 აპრილი, 2016
ნინი წიკლაურის შემდეგ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' რეპეტიციაზე ლიზა ყენია დაშავდა
''ცეკვავნ ვარსკვლავებში'' მონაწილეობა რომ ძალიან რთულია, ამაზე პროექტის მონაწილეებს არაერთხელ უსაუბრიათ. გასულ სეზონში ნუცა ბუზალაძემ ფეხი მოიტეხა და პროექტს გამოეთიშა. რეზიკო რობაქიძემაც მიღებული ტრამვის გამო ვერ შეძლო პროექტში დარჩენა.

სამწუხაროდ მეექვსე სეზონსაც არ ჩაუვლია ტრავმების გარეშე. გასულ ტურში ნინი წიკლაურს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. ტრავმა მიიღო და მხოლოდ ექიმების დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა პროექტში დარჩენა.

ამჯერად კი ლიზა ყენია, პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე აქვეყნებს საავადმყოფოდან ფოტოს.

''ყურადღება, შუბლი გავიტეხე, მადლობთ ყურადღებისთვის'', წერს ლიზი და არამიანცის საავადმყოფოდან
ფოტოს აქვეყნებს.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
nika
ესენიც ხელევნურ ბალახზე არიან გაზრდილები
03:25 / 02-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS