22 აპრილი, 2016
რა არ მოეწონა სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში
საქართველოში თავის პირველ შთაბეჭდილებებზე, ქართველების ღირსებასა და ნაკლზე, საკუთარ გემოვნებასა და პრეფერენციებზე, ასევე პირველ ტატუზე made in Georgia - თავის ქართველ თაყვანისმცემლებთან შეხვედრაზე გულწრფელად ისაუბრა, რუსეთის ცნობილმა მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ.

შეხვედრაზე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში შედგა, ერთი საათით ადრე მისული ვერ გაეტეოდი გასასვლელში, რადგანაც ჰოლი ბონდარენკოს აურაცხელი თაყვანისმცემლებით იყო სავსე.

როდესაც შეხვედრა დაიწყო, სტანისლავი სცენაზე, რასაც ჰქვია გამოფრინდა. ის ძალიან გახსნილი და მხიარული იყო. მიკროფონსაც კი თვითონ აწვდიდა თაყვანისმცემლებს.

ძირითადად ქართველი თაყვანისმცემლები მოსალოდნელ კითხვებს
უსვამდნენ: რაზე ოცნებობს, საყვარელი მსახიობი, მწერალი, ფილმი? და ყველას ტრადიციულად, რა თქმა უნდა, აინტერესებდა მისი დამოკიდებულება ქართულ სამზარეულოსთან.

ბონდარენკო ლაღად პასუხობდა, რომ ის ოცნებობს Harley Davidson-ზე, რომელიც ძალიან მოენატა, საყვარელ მსახიობად თავიდან ლეონადრო დი კაპრიოს თვლიდა , შემდეგ კი კიანუ რივზს, უკანასკნელი საყავრელი ფილმია "მებრძოლი" ტომ ჰარდის მონაწილეობით, ხოლო საყვარელი მწერალი პაულო კოელიოა.

რა თქმა უნდა, ქართულ სამზარეულოზე დადებითად ისაუბრა და განსაკუთრებით აჭარული ხაჭაპური გამოარჩია.

შემდეგ უფრო საინტერესო შეკითხვები წამოვიდა: როგორია სტანისლავ ბონდარენკო მამის ამპლუაში, დარჩება თუ არა საქართველოში და ვინ გახდებოდა, მსახიობი რომ არ ყოფილიყო? სტანისლავმა აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ საბრძოლო ხელოვნებას გაჰყვებოდა, რაც შეეხება მამას - ის არაა მკაცრი და მის სახლში შეიძლება "გვიანობამდე ცეკვა". საქართველოში დარჩენა მას მხოლოდ იმიტომ არ შეუძლია, რომ რუსეთში შვილი ჰყავს. "მაგრამ ხშირად ჩამოვალ",- დაჰპირდა თაყვანისმცემლებს ბონდარენკო.

გამომცემლობა შპუტნიკ-ის ჟურნალისტი კი დაინტერესდა, საქართველოზე ბონდარენკოს პირველ შთაბეჭდილებებზე, როგორც დადებითზე ასევე უარყოფითზე.

"ვიტყვი გულწრფელად, რაც არ მომეწონა ეს - არაპუნქტუალურობაა. აი, ეს საერთოდ არ მომეწონა! თქვენ გიყვართ დაგვიანება და პრინციპში ეს მიღებულიცაა აქ",- აღნიშნა მსახიობმა.

პოზიტიურ შთაბეჭდილებებს შორის ბონდარეკომ დაასახელა: ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, გულწრფელობა და პატიოსნება. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
:))))
სკანდალია ნამდვილად დედა ეს რა უთქვამს ამ უნამუსოს:)))))))))))))
04:06 / 30-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS