21 აპრილი, 2016
დედამთილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ ხატია სიჭინავამ ფეისბუქი გააუქმა
ბოლო რამდენიმე დღეა რამაზ ნოზაძის და ხატია სიჭინავას ოჯახში მიმდინარე მოვლენებს ყველა ინტერესით ადევნებს თვალს.

რძალ - დედამთილის დაპირისპირების თემამ ბევრი დააინტერესა, წერდნენ, რომ ეს პრობლემა მათთვის უცხო არაა.

ხატიას და დედამთილის- ლალი ნოზაძის კომენტარებიდან ცნობილი გახდა, რომ რძალ-დედამთილს შორის კარგი ურთიერთობა არასდროს ყოფილა.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ ზოგი წერდა, რომ ჯობდა, რამაზს საყვარელი ქალების შეერიგებინა.

ზოგი ხატიას მხარეს იცავდა, რადგან კარგად იცოდნენ კარგი დედამთილის ''ფასი''.

თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობდა, რომ ეს საკითხი ოჯახის
ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა და სოციალურ  ქსელში არ უნდა განხილულიყო.

როგორც ჩანს, ხატია სწორედ ამ უკანასკნელ ვერსიას მიემხრო და რადიკალური ზომებიც მიიღო, რამდენიმე საათის წინ  ფეისბუქი გააუქმა.

ბეჭდვა