15 აპრილი, 2016
გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო პროცესი მოუგო - ''არანაირი შურისძიება''!
''დღეს დილით წელიწადნახევრიანი სასამართლო პროცესი დასრულდა! საქალაქო სასამართლომ ჩემი სარჩელი თუმანიშვილის თეატრის სამხ. ხელმძღვანელის(ქეთი დოლიძე) წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა!... არანაირი შურისძიება!... სიყვარულის დღეს გილოცავთ ყველას''! წერს ფეისბუქზე მსახიობი გია როინიშვილი. 

შეგახსენებთ, დაახლოებით  წელიწადნახვრის წინ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გააათავისუფლა. ამით გია როინიშვილის თეატრში 30 წლიანი მოღვაწეობა დასრულდა.

მაშინ ქეთი დოლიძე ამბობდა, რომ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გია როინიშვილის თეატრში არგამოცხადება იყო.  ბოლო ხუთი წელი  თეატრში არ დადიოდა, ამბობდა ქეთი დოლიძე ინტერვიუებში. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნი-ნია
ვაია, თქვე ჩვენის კუკარაჩა ხომ არ დაგვიჩაგრეს?! :)
17:39 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS