02 სექტემბერი, 2013
მარინა მიზანდარმა ნანუკა ჟორჟოლიანი კიდევ ერთხელ დაამარცხა
ამ ყველაფრის შემდეგ, გურამ ოდიშარიამ მარინა მიზანდარს შესთავაზა მინისტრის მოადგილეობა. ეს ქალბატონი მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის პირველი მოადგილის მარინა მიზანდარის უცნაურ ჩაცმულობას ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ. ზოგი იმასაც ამბობს, რაც უნდა ის ეცვას, მთავარია, საქმე აკეთოსო.

გაკეთებული საქმე კი ჯერჯერობით არ ჩანს, სამაგიეროდ უცნაურად ჩაცმული მინისტრის მოადგილის ფოტოები სულ უფრო ხშირად ჩნდება სოციალურ სივრცეში.

არჩევნების შემდეგ კულტურის სამინისტროში სულ სკანდალებში ეხვეოდა. ჯერ თაკო ჩარკვიანმა გააბა დებატები მარინა ბერიძესთან, შემდეგ მოადგილეობის კიდევ
ერთმა კანდიდატმა სოციალურ ქსელში გინებებით სავსე სტატუსი გამოაქვეყნა.

კულტურის მინისტრის მოადგილედ მოიაზრებოდა იური მეჩითოვიც, რომელსაც ძველი ვიდეო გაუხსენეს, სადაც წელს ზემოთ შიშველი გურულებზე ანეგდოტებს ყვებოდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, გურამ ოდიშარიამ მარინა მიზანდარს შესთავაზა მინისტრის მოადგილეობა. ეს ქალბატონი მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ კი პირველივე ინტერვიუში მიზანდარი აღფრთოვანებით საუბრობდა პრემიერ-მინისტრის სახლზე და ამბობდა, რომ მისი აზრით შენობა შედევრი იყო.

მარინა მიზანდარის ჩაცმულობას ყველაზე აქტიურად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. ეს ალბათ არცაა გასაკვირი. ნანუკას უცნაურ ჩაცმულობას ხომ ხშირად განიხილავდნენ სოციალურ ქსელში.

მარინა მიზანდარის ფოტო სოციალურ ქსელში ნანუკამაც გაიზიარა და დაწერა, ''ამის შემდეგ იმედია, აღარ იტყვით, ვერ გავიგეთ ნანუკას რა ეცვაო'' . კომენტარებმაც არ დააყოვნა. ნანუკას ანუგეშებდნენ, ნანუკა, ახლა ვიტყვით, ნანუკას რაც ეცვა, კიდევ გვესმოდა და ეს ვერაფრით გავიგეთო.

მოგვიანებით ნანუკამ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრობისას უცნაური ვარცხნილობით გადაღებული და მარინა მიზანდარის მორიგი ფოტოს მონტაჟი გამოაქვეყნა და დაწერა, ''აჰა, შეხედეთ, აქაც მაჯობაო'' .

ზოგმა ისიც არ იცოდა, მარინა მიზანდარი ვინ იყო და ნანუკას გაოცებული ეკითხებოდა, ნანუკა შენთან შეჯიბრება ვინ გაბედაო. მართალია, კულტურის მინისტრის მოადგილეს გემოვნებას უწუნებენ, მაგრამ როგორც ჩანს, თავად არაფრის შეცვლას არ აპირებს.

ისევ ისე უცნაურად ჩაცმული ჩნდება ბრიფინგებსა და სხვადასხვა შეხვედრებზე. სოციალურ ქსელში წერდნენ, ალბათ ახლა ყველა იფიქრებს, რომ ვინმე კულტურის მინისტრს დასცინისო, მაგრამ ნურას უკაცრავად, უბრალოდ ყველაფერი შედარებითია ამ ''სასვეცკეთში.''

სალომე დადიანი
სპეციალურად
''რეიტინგის''  საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
მაკა
რაც უნდათ ის ჩაიცვან, მაგრამ საქმე აკეთონ..კულტურის სამინისტროს აქამდე არაფერი გაუკეთებია,დედა მყავს ფორტეპიანოს მასწავლებელი და 70 ლარი აქვს ხელფასი,მაინტერესებს 70 ლარი ოდიშარიას დღეში ყოფნის? ხალხზე არავინ ზრუნავს ყველას თავის ჯიბე აინტერესებს.
11:27 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მე, პირადად, მიზანდარის ჩაცმულობაზე მეტად მისი წყალწყალა გამოსვლები მაღიზიანებს.როგორც ვხვდები,კულტურის სამინისტრო უსაქმური და არაკომპეტენტური კადრებით არის დაკომპლექტებული.მათი პროექტები აქამდე მხოლოდ იმას ეხებოდა,როგორ გადაეკეთებინათ ძველი მთავრობის ნაკეთები და ახლა ამაზეც აღარ იღებენ ხმას.ჯერ მარტო ის რად ღირს,იუნესკოს შეკრებაზე საქართველოს საკითხის განხილვაზე რომ არ გამოცხადდნენ.მაშ რაღას მიდიოდნენ,თუ შოპინგისათვის წავიდნენ.მადლი ღმერთს,მათი დასწრების გარეშეც, ბაგრატის ტაძრის ამოღება არ მოხდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან.თუმცა,კულტურის სამინისტრომ,როგორც მახსოვს ,საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელა...
20:40 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ANNA
გაკეთებულ საქმეებში რას გულიხმობთ : გორისციხე მორიგ სასტუმროდ უნდა გადაეკეთებინა, თი კიდევ ერთხელ ტოტო კუტუნიოს კონცერტი გაემართა ბათუმში, წვიმასა და ქარიშხალში. ლამის ფეხად მოიარეს მინისტრთან ერთად მთელი საქართველო, ცალკე ძეგლების, ცალკე თეატრების, ხალხური ანსამბლების, სახელოვნო სკოლების მდგომარეობას სწავლობენ... საერთოდ თუ იცის თქვენმა ყვითელმა ფურცელმა, რას ნიშნავს კულტურა და ამ სფეროში საქმის კეთება...
14:02 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილია
სხვათა შორის ნანუკას ჩაცმულობა არც მე მომწონს მაგრამ მარინასთან გამორჩეული გამოსვლაა უფრო სიმპატიური
13:12 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
ეკას, მართას, ხარას და ხურას, და კიდევ ვინმე დარიკოს: თქვენნაირი უზრდელები ადრე თუ გვიან ვინმესგან მიიღებთ დამსახურებულს! მარინე მიზანდარს ბელგიიდან ვიცნობ და ძალიან კარგი პიროვნებაა. სწორედაც რომ პიროვნება! და რაც მას ქართული კულტურისთვის აქვს გაკეთებული ქალბატონ დარიკოს და მისნაირებს არც დაესიზმრებათ. და მის თარჯიმნობას რაც შეეხება: ბელგიაში, ბრიუსელში ოთხი თარჯიმანი იყო სახელად მარინე, ბევრჯერ ერთმანეთში ერეოდათ(ეხლაც ერევათ). მეც თარგმნა მჭირდებოდა და სრულიად უსასყიდლოდ დამეხმარა. და 2000-იან წლებში ორი შვილის დედა, თვითონაც რომ არ ულხინდა, იმ დროს, ქართველ მხატვრებს და მოქანდაკეებს გამოფენებს უწყობდა(ხშირად საკუთარ სახლშიც!), და ვინ იცის რამდენს აშოვნინა კლიენტი და საარსებო წყარო. იგივეს აკეთებდა ევროსაბჭოში მუშაობის დროსაც და ეგ თანამდებობაც ზუსტად რომ ზედგამოჭრილია. ჩაცმითაც ორიგინალურად ეცვა, განსაკუთრებით გამოფენებზე და მიღებებზე, ყოველთვის რამე ქართული ელემენტი იყო ხაზგასმული,(ეხლაც ამ სურათზეც თავსაბურავს შეხედეთ). ხოდა ეხლა ზოგიერთ "მოდის ექსპერტებთან" ბოდიში, თქვენ ხომ "არმანი" ან "დოლჩე-გაბანა" უნდა დაინახოთ იარლიყზე, რო მერე მოგეწონოთ რამე...
19:03 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS