12 მარტი, 2016
სალომე ფაღავა ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ - „ე.ი, თუ შემოგვაწვა ვნება, რა პრობლემაა, არ უნდა გვახსოვდეს არავინ ირგვლივ“
ფაქტი ერთია და ნათელი, რომ ეგ ადამიანი ამ საკითხზე აბსოლუტურად სწორად მსჯელობს
მსახიობი სალომე ფაღავა, რომელიც ყველას სერიალ "დეტექტივებიდან" გვახსოვს, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ეხმაურება. ნანუკას ბოლო გადაცემა სექსის თემას ეხებოდა. განიხილეს სასტუმრო „რედისონში“ ახალ წელს მომხდარი ამბავი. ნანუკამ გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, რომ „რედისონში“  სექსი ექნებოდა.

გადაცემას მსახიობი სალომე ფაღავა შემდეგი კომენტარით ეხმაურება "აი ემ ვ შოკე. ე.ი, თუ შემოგვაწვა ვნება, რა პრობლემაა, არ უნდა გვახსოვდეს არავინ ირგვლივ და როცა გვინდა სადაც გვინდა .... ფუ, ამერია
გული"

„უბრალოდ გაუგებარია , ამ ქალისთვის , ანუ ნანუკასთვის რა არის გასაკვირი, რომ არ ესიამოვნოს ადამიანს „რადისონის“  მე15-ე სართულზე გამოკიდებული წყვილის სექსი. სხვა თემა დაილია? და საერთოდ, მე პირადად ის გოგო, რომელმაც ეს ყველაფერი დაინახა, თვალით არ მინახავს აქამდე, არც მისი ვინაობა ვიცი , არც აზროვნების შესახებ მსმენია რამე.

ფაქტი ერთია და ნათელი, რომ ეგ ადამიანი ამ საკითხზე აბსოლუტურად სწორად მსჯელობს . ძალიან მაინტერესებს მართლა ოღონდ, და (გმერთმა დაუფაროს), მაგრამ ნანუკას ბიჭს ბიჭი რომ შეუყვარდეს, იგივე პასუხს გასცემს თავის შვილს? რომ ეგ სიყვარულია დედიკო გენაცვალოს და აბა, შენ იცი, სულ იბედნიერეო !??? ძაალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი რეიტინგისთვის კეთდება და ეს ადამიანები "სახლში" სხვაგვარად ფიქრობენ!“, წერს სალომე.
ბეჭდვა