11 მარტი, 2016
თინა მახარაძე საგონებელშია ჩავარდნილი - ''ცდილობს, საწოლში შემოგვიძვრეს''
მსახიობი თინა მახარაძე ფეისბქუზე საკუთარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მის ძაღლს ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს :

''საგონებელში ვარ ჩავარდნილი: ჩვენს ძაღლს რაც სჭირს, მაგას, ალბათ, არიელის სინდრომი უნდა ერქვას. შეპყრობილია ადამიანად ქცევის დაუძლეველი სურვილით: ცდილობს, ჩვენსავით აკაკუნოს თათები ლეპტოპის კლავიატურაზე, ფეხებს ყოფს ჩემს ბათინკებში, მხართეძოზე წევს დივანზე, ცდილობს, შემოგვიძვრეს საწოლში და ბალიშზე დადოს თავი, დაცემინებისას თავს გვერდზე აბრუნებს, მისვამს ყავას დილაობით, გადაწყვიტა, რომ არ შეეფერება აივანთან მისთვის გამოყოფილი ადგილი და თუ ტუალეტში ვერ
ახერხებს შემოძრომას, ზუსტად ტუალეტის კართან ისაქმებს. ხვრინავს.

ახლა კიდე ჩემი კაშნე მოიხურა და ზემოდან დიმუს ხალათის ქამარი შემოიხვია ყელზე.

დაგვხვდა ასე ავანგარდულად გამოწყობილი. წევს და უსმენს ჩილი გონსალესს. რითი დავეხმარო, არ ვიცი'', წერს თინა.
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ბერიბერი
ძაღლი პატრონს დამსგავსებია.
10:21 / 08-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ფანტომასი
იქნებ ვინმემ ურჩიოს რომ ჯერ თვითონ მივიდეს ფსიქიატრთან და მერე ძაღლზე იფიქროს და კიდევ........
13:40 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
სალო
ნუუუუ... სერიოზულ საგონებელში ყოფილხარ მართლლაც :) მთელი საქართველი დავირაზმებით და რამეს მოვუხერხებთ შენს საგონებელს
22:42 / 30-03-2016
გამოხმაურება / 0 /
646
წარმატებები და წინსვლები ჩემო კარგო.
15:19 / 11-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS