02 მარტი, 2016
ორწლიანი პაუზის შემდეგ ლევან ჯავახიშვილი ''იმედში'' დაბრუნდა
დღემდე ვამბობ რომ იმედელი ვარ! მიყვარს ძველი იმედი
ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი ტელეკომპანია '''იმედს'' დაუბრუნდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა. ლევანს ''იმედში'' დაბრუნებას მეგობრები ულოცავენ.

ჯერჯერობით უცნობია, ლევანი კვლავ ''ქრონიკის'' წამყვანი იქნება თუ პოლიტიკურ თოქ შოუს წაიყვანს.

ლევანმა 2014 წელს ''იმედი'' დატოვა. მაშინ არხმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რვა საათიან ''ქრონიკა'' თეა სიჭინავას უნდა წაეყვანა, დღის საინფორმაცი გამოშვებები კი ლევანს უნდა წაეყვანა, მაგრამ ლევანმა არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

''დღემდე ვამბობ რომ იმედელი ვარ! მიყვარს ძველი იმედი(2003-2007),
ყველაზე მაგარი გუნდი რაც კი ტელესივრცეში ყოფილა... და დავბრუნდი იმედში დიდი იმედებით. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩემი და არხის გზები გაიყარა'', წერდა ლევანი ფეისბუქზე.

ლევანმა სპორტულ არხზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ოორწლიანი პაუზის შემდეგ ''იმედში'' დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS