23 თებერვალი, 2016
მაია ჯაბუა შვილის და კოდუას ვაჟის ურთიერთობაზე - „ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც ყველა უნდა მოგეწონოს“
მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია რამდენჯერმე მოექცა ყვითელი პორტალების ინტერესის ქვეშ. ბოლო დროს საუბრობდნენ, რომ ლიზა და ირაკლი კოდუას შვილი შეყვარებულები იყვნენ. ამ თემაზე მაია ჯაბუამ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:

"ამაზე ყურადღების მიქცევა ჩემი მხრიდან სისულელე იქნება. მე ყველაფერი ვიცი, თვალს ვადევნებ და სულ ვეუბნები ლიზას: ასეთი თაყვანისმცემლები სულ იქნებიან შენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც ყველა უნდა მოგეწონოს.

ლიზა საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი ადამიანია. წლების მატებასთან ერთად, თანდათან ხვდება, რა არის
კარგი და რა -ცუდი. მაგრამ ახლა სხვა რეალობაა- "ფეისბუქი", სოციალური ქსელი უწყობს ხელს ასეთი ხმების გავრცელებას.

მე საკმაოდ მკაცრი ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხელოვნურად და დაძალებით არაფერი ხდება, თვითონ უნდა გამოიაროს ყველაფერი და სწორ გზას დაადგეს."
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS