27 აგვისტო, 2013
ვასო ფხაკაძე: ''უკანალი დავისილიკონე? - კი'' ...
როგორც ჩანს, გოგონებს მარტო გამობურცული ტუჩების კრიტიკა არ აკმარა, მათ პლასტიკურ ოპერაციებსაც გადასწვდა და ქართველი გოგოს დღიური გამოქვეყნა ''კომედი შოუს'' ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მსახიობმა - ვასო ფხაკაძემ, ამ ზაფხულს კუთვნილი შვებულება კარგად გამოიყენა და საინტერესო ''ევრო ტური'' მოიწყო.

სამშობლოში დაბრუნებულმა, როგორ ჩანს საყვარელი საქმიანობაც არ დაივიწყა და მეგობრებთან ერთად სათევზაოდაც გახლდათ.

ვასო სოციალურ ქსელში ყოველდღიურად აქტიურობს და საკუთარი ფოტოების გამოქვეყნების გარდა, ხანდახან იუმორისტულ სტატუსებსაც დებს.

არ ვიცი, რატომ გააბრაზეს მარტოხელა ვასო ქართველმა გოგონებმა, მაგრამ ფაქტია,
რომ ბოლო დროს მათი მისამართით, მწარე სტატუსებს არ იშურებს.

''ფეისბუქს ვკითხე: ფეისბუქო, ფეისბუქო, ქართველ გოგონებს რამე ეშველებათ? ფეისბუქმა მითხრა, - სანამ ქართველი გოგონები ტუჩების გამობურცვას, თავისი ფოტოების ცნობილი ტოპ მოდელების ფოტოებთან მიმსგავსებას, (ნუ თვითონ ასე ჰგონიათ, რომ გვანან), მანამდე არაფერიო'' , - ხუმრობს ფხაკაძე.

მოგვიანებით კი, როგორც ჩანს, გოგონებს მარტო გამობურცული ტუჩების კრიტიკა არ აკმარა, მათ პლასტიკურ ოპერაციებსაც გადასწვდა და ქართველი გოგოს დღიური გამოქვეყნა.

''ქართველი გოგოს დღიური''
1. კეხი გავისწორე - კი
2. ტუჩები და მკერდი დავიბერე - კი
3. უკანალი დავისილიკონე - კი
აბა, რატომ ვერ ვთხოვდები?
ააა, მივხვდი, ჯადო მაქვს უეჭველი...''
ასე სევდიანად მთავრდება ფხაკაძისეული ქართველი გოგონას დღიური. მაგრამ როგორც ჩანს, იუმორისტი პლასტიკური ქირურგების სასარგებლოდაც მუშაობს, რადგან ''ფისბუქის'' საკუთარ გვერდზე უფასო სლოგანიც შესთავაზა მათ.
''პლასტიკური ქირურგიის ცენტრის სლოგანი:
გადაგჭიმავთ სწრაფად და ხარისხიანად, ნიკოფსიიდან – დარუბანდამდე'' ...
ვასო იმდენს წერს ხელოვნურ სილამაზეზე, სავარაუდოდ მის სტატუსებს ადრესატიც ეყოლება, მაგრამ მთავარია, ჯერ კიდევ დასაოჯახებელმა იუმორისტმა, ქართველი გოგონების დიდი ნაწილი სამუდამოდ არ გადაიმტეროს.
Rating
Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ნინა
ვასო, ვგიჟდები შენზე :* :დ
01:18 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
არა მგონია პლასტიკური ქირურგია ისე გამაღიზიანებელი იყოს ვიდრე მათი არაბუნებრივობა.ძალიან სასაცილო და საზიზგარი საყურებელია ადამიანი,რომელიც ცდილობს თავი წრმოაჩინოს იმად რაც არაა და რაც მისგან შორსაა.ვფიქრობ ეს აღიზიზნებს ვასოს.
11:16 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
თვითონ რომ საშუნლად უბირი და გაუზრდელია ვინმე დაცინის? ულამაზესი ქართველების ქვეყანაში რომ ლამაზს ვერ აღმოაჩენ, ბრმაცა ხარ
02:24 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ვინ არის მახინჯი,თვითონ ჩაიხედე სარკეში,რა ეშველება ამ ამაოებით სავსე ქვეყანას,შეჭამეთ ახლა ეს ნამდვილად კარგი ახალგაზრდა.ვასო გისურვებ თქენი სურვილისამებრ ბედნიერებას გამრავლდი ამ "ლამაზი"კრიტიკოსების ჯინაზე
23:25 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მართლა გაბრაზებულია ეს გოგონებზე არავინ რომ არ მიყვება ცოლად.მახინჯს ვინ გაყვება
20:28 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS