20 თებერვალი, 2016
ია ფარულავას სოხუმში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელს იპყრობს - "მერე ხალხი იტყვის, ია ფარულავას განაკეთები აქვს ყველაფერიო, ნახე რა ლამაზია"...
ამ თემაზე მსახიობს ხმამაღლა საუბარი აღარ უნდა
ბოლო დროს ია ფარულავა ფეისბუქზე საოჯახო ფოტოებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში აღფრთოვანება გამოიწვია დედამისის ახალგაზრდობის ფოტომ, სადაც მსახიობის დედა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

ფეისბუქზე წერდნენ, აი, თურმე საიდან მოდის სილამაზე, ია დედას ძალიან ჰგავსო. 
Rating
" />
მანამდე მსახიომა წლების წინ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო ატვირთა და თაყვანისმცემლები მაშინაც აღფრთოვანებული დატოვა. 

ამჯერად კი სოხუმში წლების წინ გადაღებული ფოტოთი მოხიბლა ყველა. 
Rating
„სოხუმი 1986 წელია და ჯერ კიდევ როდის მქონია თურმე ლუი ვიტონის ჩანთა და სან ლორანის " დვოიკა "

იას გარეგნობით მოხიბლული ფეისბუქმეგობრები, მსახიობს ცხოვრებისეულ პრობლემებზეც ეკითხებიან.

„ია, ცხოვრების თავიდან დაწყება რომელი ასაკიდან შეუძლია ქალს? უფრო სწორედ რომელი ასკიდან აქვს აზრი ცხოვრების თავიდან დაწყებას?“

„ნებისმიერ დროს, მთავარია, იყოს სურვილი “ პასუხობს ია.

„და მერე ხალხი იტყვის, ია ფარულავას განაკეთები აქვს ყველაფერიო ნახე, რა ლამაზია“

შეგახსენებთ, იამ ცოტა ხნის წინ „ვანოს შოუში“ თქვა, რომ მეუღლეს ტარიელ სუარს დაშორდა. თუმცა ამ თემაზე მსახიობს ხმამაღლა საუბარი აღარ უნდა.

როგორ გამოიყურებოდა ია ფარულავა წლების წინ, მსახიობი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ბეჭდვა