19 თებერვალი, 2016
ეკა ხოფერიას გადაცემა კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - ''ეკა, ცენზურის ხელი ურევია თუ შენი?"
გუშინ ეკა ხოფერიას გადაცემაში ვიყავი სტუმრად
ეკა ხოფერიას გადაცემა ბოლო დროს რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში. ტელეწამყვანს თამარ ივერი გაუნაწყენდა, რომელმაც გულისწყრომა ფეისბუქზე გამოთქვა. თამარ ივერი გულდაწყვეტილი იყო, რომ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ორი საათი ალოდინეს და ბოლოს მხოლოდ რამდენიმე წინადადების თქმის უფლება მისცეს.

ამ კვირას კი გადაცემა, რომელშიც მთავარი კითხვაც იყო, ''მე რომ თბილისის მერი ვიყო, რას გავაკეთებდი'', მიწვეულ სტუმრებს შორის იყო კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ვატო ნაცვლიშვილმა სტატუსი დაწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ მისი
პასუხი ამოჭრილი იყო.

"გუშინ ეკა ხოფერიას გადაცემაში ვიყავი სტუმრად. როდესაც ეკამ დამისვა კითხვა: შენ რომ ქალაქის მერი იყო, რას იზამდიო? აი ზუსტად ეს ვუპასუხე, (ვატო სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' იმ მომენტს გულისხმობდა, როდესაც ცოტნე ცოტაშვილი პირდაპირ ეთერში ამბობდა, რაც გინდათ ის ქენით ხალხო, ვინც გინდათ ის გააპიარეთ და ვისაც გინდათ, იმან ააშენეთ ეს ქვეყანა. მოგსტ... პატრონი'') ოღონდ ამომჭრეს და არ გავიდა ეთერში. ეკა, ცენზურის ხელი ურევია თუ შენი?"

ვატოს ტელეწამყვანმა შემდეგი კომენტარით უპასუხა. "არაა... მე აქ არ ვიყავი ვატო, მონტაჟს ვერ დავესწარი. ეგ ამოსაჭრელი ნაღდად არ იყო... ჰოდა ასე საჯაროდ ვიღებ სხვის ნაცვლად შენიშვნას".



ბეჭდვა