19 თებერვალი, 2016
ეკა ხოფერიას გადაცემა კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - ''ეკა, ცენზურის ხელი ურევია თუ შენი?"
გუშინ ეკა ხოფერიას გადაცემაში ვიყავი სტუმრად
ეკა ხოფერიას გადაცემა ბოლო დროს რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში. ტელეწამყვანს თამარ ივერი გაუნაწყენდა, რომელმაც გულისწყრომა ფეისბუქზე გამოთქვა. თამარ ივერი გულდაწყვეტილი იყო, რომ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ორი საათი ალოდინეს და ბოლოს მხოლოდ რამდენიმე წინადადების თქმის უფლება მისცეს.

ამ კვირას კი გადაცემა, რომელშიც მთავარი კითხვაც იყო, ''მე რომ თბილისის მერი ვიყო, რას გავაკეთებდი'', მიწვეულ სტუმრებს შორის იყო კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ვატო ნაცვლიშვილმა სტატუსი დაწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ მისი
პასუხი ამოჭრილი იყო.

"გუშინ ეკა ხოფერიას გადაცემაში ვიყავი სტუმრად. როდესაც ეკამ დამისვა კითხვა: შენ რომ ქალაქის მერი იყო, რას იზამდიო? აი ზუსტად ეს ვუპასუხე, (ვატო სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' იმ მომენტს გულისხმობდა, როდესაც ცოტნე ცოტაშვილი პირდაპირ ეთერში ამბობდა, რაც გინდათ ის ქენით ხალხო, ვინც გინდათ ის გააპიარეთ და ვისაც გინდათ, იმან ააშენეთ ეს ქვეყანა. მოგსტ... პატრონი'') ოღონდ ამომჭრეს და არ გავიდა ეთერში. ეკა, ცენზურის ხელი ურევია თუ შენი?"

ვატოს ტელეწამყვანმა შემდეგი კომენტარით უპასუხა. "არაა... მე აქ არ ვიყავი ვატო, მონტაჟს ვერ დავესწარი. ეგ ამოსაჭრელი ნაღდად არ იყო... ჰოდა ასე საჯაროდ ვიღებ სხვის ნაცვლად შენიშვნას".



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ლერი
გინება უნდა გაეშვათ ეთერში? ქუჩაში ჰგონია დგას ამ ხალხს თავი? ხშირად მაგ ტელევიზიას ბავშვებიც უყურებენ და დედის გინებას უნდა ისმედნენ ეთერიდან?
13:46 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სერიალებში არ გყოფნით გინება , ახლა გადაცემებშიც გაუშვით, დემოკრატია მარტო გინებაში დარჩა
13:15 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მოკლე ხანს ვუყურე. დამსწრე საზოგადოება აბდა-უბდას ამბობდა. ინტელექტში ჰქონდათ ხარვეზები. ჩემი აზრით, კონკრეტულად ეს გადაცემა გამოვიდა უხარისხო. მინახავს ეკა ხოფერიას კარგი გადაცემებიც.
12:53 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
866
რა დროს ხოფერიაა, 21 საუკუნეა, რა ხდება?
12:44 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ადვოკატი
რა შუაშია აქ ვინმე, ამის გადაცემები უნდა დახურულიყო მაშინ, როცა მიშა წავიდა ქვეყნიდან, ეს, გრიგოლია, მთელი რ-2-ს სასტავი უნდა მოშორებოდენ ტელევიზიებს, მაშინ უკეთესი შედეგი იქნებოდა ქვეყანაში, ნუთუ ძნელი მისახვედრია ეს ყველაფერი.
12:42 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS