15 თებერვალი, 2016
80 წლის ასაკში ნანი ბრეგვაძემ სცენასთან დამშვიდობება გადაწყვიტა
ყველასთვის საყვარელ მომღერალ ნანი ბრეგვაძეს 2016 წელს 80 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომღერალი ტურნეს გამართავს, რის შემდეგაც საყვარელ სცენას დაემშვიდობება. მომღერალი კონცერტების გამართვას კიევში, მოსკოვში და სანკ პეტერბურგში გეგმავს. 

ამის შესახებ მომღერალმა უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა (წყარო არტინფო).

"იუბილესთან დაკავშირებით შემოქმედებითი გასტროლები აუცილებლად მექნება. დიდი სურვილი მაქვს შვილთან და შვილიშვილთან ერთად ჩავატარო კონცერტები, სადაც დაუკრავს დიდი ორკესტრი, საკონცერტო პროგრამა იქნება მრავალფეროვანიდა აი, მაშინ მინდა ვთქვა – ნახვამდის ჩემო ძვირფასო მსმენელო! სადამდე უნდა ვიდგე
სცენაზე? უკვე შეუძლებელია", ამბობს ნანი ბრეგვაძე. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
წნევა
ჯერ ბუბა გაუშვით,ცოდოა.
04:16 / 16-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS