14 თებერვალი, 2016
ჟურნალისტის ემოციური მიმართვა მიშა მესხს - „ოდესმე თუ ამ პოსტს წაიკითხავ, სანამ მე შემაგინებ ჯერ შენს დედას ჩახედე თვალებში“
მომღერალი და ტელეწამყვანი მაგდა ბეჟანიშვილი სოციალური ქსელით მსახიობ მიშა მესხს მიმართავს.

"მიშა მომითაგეთ რა მესხი. მიშა გამარჯობა! მე მაგდა ვარ. ისეთი არავინ. არც მიცნობ. ალბათ, გკიდია ახლა რასაც დავწერ, მაგრამ მაინც. მთელი საზოგადოება გკიდია და ეს დასკვნაც აქედან გამოვიტანე, რომ მე არ ვიქნები ის პირველი ადამიანი, ვინც რაიმე საინტერესოს იტყვის შენზე.

მე არ გიცნობ. არ ვიცი როგორი ხარ და რა შეხედულებები გაქვს. არც ის ვიცი დედაშენი როგორი ქალია. რას ნიშნავს საერთოდ შენთვის მისი არსებობა ამ ქვეყნიერებაზე.
არაფერი არ ვიცი.
Rating
ამ ფოტოზე კი მე და დედა ვართ. ეტლით კი ნათიაა. ჩემი ნათლული, ამაზეც დავწერ ოღონდ ჯერ დედაჩემზე მოგიყვები.

ეს ქალი, რომელიც დედაჩემია და რომელსაც უკვე მეორედ მაგინებ, ზედმეტი ინფორმაციისთვის, რომ იცოდე გმირია! სამ წლამდე ვუყურებდი თვალებში. ბოლოს არც მახსოვს როგორი გამოხედვით მიღიმოდა.სამი წლიდან დღემდე დედაჩემი წელში გამართული და თავ აწეული მიდგას გვერდში და ცდილობს ყოველ დღე გამზარდოს. მასწავლის თუ როგორები ვართ ადამიანები და როგორი უნდა ვიყო მე.

მიშა! დედას თვალებიდან ვარსკვლავები ამოსდის, როცა ბედნიერია. იცი ერთად რამდენი რამ გამოვიარეთ?რთული ოპერაციები, საშინელი საზოგადოება, ჩემი დეპრესიები, ბოლოს უმამობა, უქმრობა და ასე შემდეგ.13 წლის ვიყავი მამა, რომ დამეღუპა. მე თბილისში ვსწავლობდი. მალე ჩემი დაც ჩაირიცხა უნივერსიტეტში.დედა უმუშევარი დარჩა და თვალებში ვარსკვლავებიც ნელნელა უქრებოდა. მხოლოდ ჩემი პენსია გვქონდა.არ მახსოვს ეს 60 ლარი იყო თუ 70. სადღაც ას ლარამდე მერყეობდა. სკოლაც დავამთავრე, მუსიკალურიც, ჩემმა დაიკომ უნივერსიტეტიც და დღეს ორივე ვმუშაობთ.

დედას კი ხშირად ამოსდიან თვალებში ვარსკვლავები მიშა! ერთი წამით არ მივუტოვებივართ დედას.არც მაშინ მიმატოვა როცა მშობლების 80 პროცენტი ან იქნებ უფრო ცოტაც მიატოვებდა შვილს. მიდის დედა და მხრებით მიმათრევს. გიყვები ძალიან მსუბუქ და ცოტა ამბავს.

ეს გოგონა კი როგორც გითხარი ნათიაა. ჩემი ნათლული. სამი წლის იყო ბებიამ რომ მიატოვა და სენაკის ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდა. მას ცერებრალური დამბლა დაუდგინეს. შვიდი წლის იყო პირველად ჩემმა მეზობელმა რომ იშვილა და თელავში ჩამოიყვანეს. იცი რა პატარა და მოუვლელი იყო? პირველად რომ ტელევიზორი დაინახა ყუთი ეგონა. ჩაურთეს და გული წაუვიდა ადამიანებს რა უნდათ ყუთშიო. შეეშინდა.ოთხი წლის მანძილზე ისე არ ჩამოვიდოდი თბილისიდან, რომ არ მენახა და არ მეთამაშა მასთან.

მერე მისი დედობილი იზა დეიდა ავად გახდა და მალევე გარდაიცვალა. მას მეუღლე და ერთი ბიჭი ყავდა. ნათიას ისევ უკან აბრუნებდნენ, როცა დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ ჩვენთან გადმოეყვანათ და ნათიას ადამიანური ცხოვრება გაეგრძელებინა. 2005 წლის 13 მარტს დედაჩემი სხვისი შვილის დედა გახდა და ზუსტად ერთ თვეში 2005 წლის 13 აპრილს მამა გარდამეცვალა. ნათიამ მეოთხედ დაკარგა მშობელი. პირველად საკუთარი დედა და მამა, მერე იზა დეიდა და ბოლოს მამაჩემი. ცხრა წელი ერთად ვიცხოვრეთ და ახლა დუშეთში ცხოვრობს თავშესაფარში. ეს სახელმწიფო პროგრამა იყო და კანონმა ასე მოითხოვა. დედაჩემი წელიწადში რამდენჯერმე ჩადის ნათიასთან და ჩვენთანაც ხშირად ჩამოგვყავს. მოვნათლეთ და მისი ნათლიებიც გავხდით.

მიშა! დედაჩემი მზესავით თბილი და მზისგან განსხვავებით ერთგულია. დედა არასდროს ქრება და არასდროს იმალება, არსად. მზე კი ხშირად ჩადის ღრუბლებში. მიშა! დედაჩემი, ჩემი ღმერთია.

ხვალ ამ პოსტს რომ ნახავს მეტყვის, თავი დაანებე ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ნერვებს რატომ იშლიო. როცა ოსკარზე გეძინა მიშა, გავბრაზდი, მაგრამ ხუმრობით ბევრი კომენტარიც დაგიწერე და პოსტიც მეწერა რამდენჯერმე.

გამოხვედი და დედა გვაგინე. ეკა ხოფერიას შოუ იყო კარგად მახსოვს. შენ ჩემი ვარსკვლავთვალებიანი დედა შემაგინე, მაშინ, როცა მე ბედნიერებით სავსე ვადევნებდი თვალყურს ოსკარის ამბებს და შენ, რომელსაც გული ამოვარდნაზე უნდა გქონოდა გეძინა.

ნანუკას შოუში სანამ გნახავდი იქამდე ჩემი აზრი დავაფიქსირე. დიახაც! არ მომეწონა ის რაც მოხდა და არც არასდროს არ მივესალმები ამას. გამოხვედი და კიდე გვაგინე. ბოდიში მხოლოდ იმ ადამიანებს მოუხადე, ვისიც ყველაზე მეტად შეგრცხვა. ეს იყო ოჯახის წევრები და ის ახალგაზრდები, ვისაც მოწონხარ და გბაძავენ.მე მაგდა ბეჟანიშვილი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და არა როგორც შენი ოჯახის წევრი და არა როგორც შენი მომწონებელი და არა როგორც შენი მომბაძველი, მოვითხოვ ერთი უბრალო გაუზრდელი და გათავხედებული მიშა მესხისგან ბოდიშს!

მიშა! ჩახედე დედაშენს თვალებში და საკუთარ თავს შეეკითხე. ბოლოს როდის ამოუვიდნენ დედაშენს თვალებიდან ვარსკვლავები და ბოლოს როდის დაითვალე დედაშენის სახეზე ღიმილები.

იმაზე დიდი ნარკოტიკი რა უნდა იყოს, როცა ვენებში კი არ გაუშვებ ფულს, არამედ გამოხვალ და ერთი პატარის სიცოცხლეს გადაარჩენ, რომელიც ღმერთმა იცის ახლაც სიცოცხლეს ებრძვის.

იმაზე დიდი კაიფი რა უნდა იყოს, როცა იმ ფულით რასაც სხეულის დასამახინჯებლად და სულის წასაბილწად ხარჯავ, წახვიდე და დედას ყვავილები და ლამაზი ნივთები შეუძინო უფრო მეტი ვარსკვლავებისთვის, მიშა!კაცი ხარ, და ნემსების კეთებას ჯერ ქალის დაფასება უნდა გესწავლა, მე ასე ვფიქრობ.

ოდესმე თუ ამ პოსტს წაიკითხავ, სანამ მე შემაგინებ ჯერ შენს დედას ჩახედე თვალებში.

დაუთვალე მზის სხივები გულიდან ღიმილებში რომ ამოსდის და თუ კიდე მოგიტრიალდა ენა, მაშინ ჰაერის ღირსიც აღარ ყოფილხარ.

წარმატებას და გამოჯანმრთელებას გისურვებ! კაი ტიპობა ქალის ღიმილებია მიშა. დედის გინება კი არაკაცობა!" - წერს ბეჟანიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ჯონის
ჯონი მგონი ვერ მიხვდი მაგდას პოსტის შინაარს და ეჭვი მაქვს მესხისნაირი ხარ. რა შუაშია განკითხვა და მიშას ცხოვრებაში ხელისფათური? იმან გვაგინოს და ჩვენ ხმააღარ ამოვიღოთ? მოდი მაშინ შენც ჩახედე შენს დედას თვალებში რაააა
17:16 / 18-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრე
ყოჩაღ მაგდა. გეტყობა რა დედის გაზდილიხარ. მიშა მართლა უნდა გრცხვენოდეს ყველას ასე რომ არცხვენ
08:44 / 17-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ავადმყოფობაა წამალზე "ჯდომა"? ეგეთი " ავადმყოფები" უკაცრიელ კუნძულზე უნდა დაასახლო და როგორც ლაბორატორიის ვირთხებს ისე დააკვირდე,სულ მაგრად მ....ა ვინ რას იტყვის, ცხოვრების გზაზე ბევრნაირ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ ნარკომანზე გახრწნილი "ცირკის ბოზები" ც კი არარიან, მართლა თავიანთ დედებს "ჩახედონ" (ჩემი ნება იყოს მე ვიცი მაგათ როგორც ვუმკურნალებდი)
08:30 / 17-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ეს გოგო ძალიან საცოდავია და ძალიან გაჭირვებული ცხოვრება აქვს გამოვლილი მაგრამ მიშას ბრალი არ არის. დაანებოს ამ მიშას კომენტარების წერას და მის ცხოვრებაში ხელების ფათურს. ყველა ისე ცხოვრობს როგორც უნდა, მიშაც და გრიშაც. არ განიკითხო - მაგდა შეიძლება ცამდე მართალი იყო, მაგრამ კონკრეტულად სხვა ადამიანზე და მის ცხოვრებაზე ასეთი კომენტარების კეთება შენი საქმე არ არის. მიშას ბრალი არ არის შენი ბედის უბედობა.
23:31 / 16-02-2016
გამოხმაურება / 1 /
მოქალაქე
მაგდა შეიძლება მართალი კი არა და მართალია, რომ იცოდეთ ჯონი. რაც შეეხება, სხვის ცხოვრებას თავი საანებეო რომ ურჩევთ, მაგდა ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრებაში არ ერევა, მიშა რომელიც საქართველოს წარადგენდა ოსკარის ცერემონიალზე, კეთილი უნდა ენება და ღირსეულად უნდა წარვედგინეთ, კი არ უნდა დაეძინა. ხალხისგან, რომ ითხოვს პატივისცემას, თვითონ კი გვარცხვენს თურმე არც უნდა ვახსენოთ და მადლობა გადავუხადო, რომ დაიძინა ოსკარის ცერემონიალზე და აქეთ გვაგინოს კიდევ?????
21:53 / 26-01-2018
meeee
Chvenc rom davanebot mishas landzgvas tavi xom sheidzleba? Amouvida kacs yelshi.
19:29 / 16-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS