11 თებერვალი, 2016
გადაცემა „2030“-ში უცნობის განცხადებებს მამუკა ღლონტი პასუხობს - „თუ ის შეინარჩუნებს დუმილის რეჟიმს, გამოვიტან დასკვნას, რომ თანხა გადახდილია“
გადაცემა "2030" -ში გია გაჩეჩილაძემ "მაესტროში" მიმდინარე მოვლენები განიხილა.

აღნიშნა, რომ წილის დათმობის საფასურად თანხა არ აუღია.

გია გაჩეჩილაძის განცხადებას მაესტროს დამფუძნებელი მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში პასუხობს:

„ბატონმა გია გაჩეჩილაძემ ჯდს ს ეთერში განაცხადა რომ მას ჩემთან სადაო 25% იანი წილი არ გაუყიდია და არც ფული აუღია, ახლა გამოდის რომ ან ბატონი გია ცრუობს ან ის ადამიანი ვინც მე ამ 25 % წილის შესყიდვაში დამარწმუნა (მე ამ ადამიანის მჯერა). ჩემის მხრივ მე ამ ადამიანის ვინაობას
იმიტომ არ ვასახელებ, რომ თავის დროზე ამ გარიგების კონფედენციალურობის პირობა მაქვს მიცემული და არ მჩვევია სიტყვის გატეხვა.

სიმართლის გასარკვევად ერთი გზა მრჩება დაველოდო ამ ადამიანს, თუ ის ასევე კონფედენციალურად ან საჯაროდ დაადასტურებს, რომ გაჩეჩილაძისთვის არაფერი გადაუხდია, გამოდის რომ ბატონი გია მართალია, ხოლო თუ ის შეინარჩუნებს დუმილის რეჟიმს (ვინაიდან დუმილი თანხმობის ნიშანია) გამოვიტან დასკვნას, რომ თანხა გადახდილია (ამ ეჭვს გარდა ამ ადამიანის ნდობისა, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაც მიმყარებს) და გავაგრძელებ სასამართლო დავას“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS