ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეოთხე ბავშვს ელოდება.
''სანამ ზოგიერთი ჟურნალისტი, იმ ლეგენდების და ზღაპრების შეთხზვით არის დაკავებული, თურმე როგორ დაემდურა ღარიბაშვილის მამა ტარიელი მძახლებს და თურმე როგორ უმძრახად არიან ერთმანეთში,მოყვრებს გავახარებ და ვეტყვი, რომ ისინი ერთად არიან უერთმანეთოდ პურს არ ტეხენ და ღარიბაშვილ-თამაზაშვილები მეოთხე შვილს ელოდებიან, სამი ბიჭის მერე ერთი გოგოო. მეც გულით ვიზიარებ მათ სიხარულს'',
შეგახსენებთ, ყოფილ პრემიერ - მინისტრს, სამი ბიჭი - ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი ჰყავს.
უმცროში შვილი, გაბრიელი, რომლის ნათლიაც ბერა ივანიშვილია, გასული წლის აპრილში დაიბადა.