07 თებერვალი, 2016
თინა მახარაძის შეყვარებულმა კაბა მოირგო
მსახიობ თინა მახარაძის შეყვარებულს დიმუ მენაბდეს ინტერვიუები არ უყვარს. წყვილის გაცნობის და სიყვარულის ისტორია ყვითელი პრესისთვის უცნობია. თუმცა სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი თავს ერთად არაჩვეულებრივად გრძნობს და დროს მხიარულად ატარებენ.

რამდენიმე საათის წინ კი ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც დიმუ მენაბდე კაბაშია გამოწყობილი.

როგორც ჩანს, ოსკარზე წარდგენილმა "დანიელმა გოგონამ" წყვილს ახალი პროექტის გაკეთების იდეა შთააგონა.

კაბაში გამოწყობილი დიმუ ბევრს მოეწონა და ზოგიერთ მეგობარ ბიჭს სურვილი გაუჩნდა, რომ კაბა მათაც მოერგოთ. 

Rating
ბეჭდვა