06 თებერვალი, 2016
მამუკა ღლონტი თანამშრომლებს ბოდიშს უხდის
ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენების გამო მამუკა ღლონტი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს და ყველა თანამშრომელს ბოდიშს უხდის.

"მაესტროს" ყველა ყოფილ და ახლანდელ თანამშრომელს მინდა ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ მათთვის არადა არ დადგა სტაბილური და მშვიდობიანი პერიოდი, როცა "მაესტროს" ვაფუძნებდით აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ამდენი ტკივილის გადატანა მოგვიწევდა ყველას ერთად.

ჩემი ტელევიზიიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზიც ეგ იყო რომ ახალი დესტაბილიზაცია და პრობლემები ამეშორებინა საკუთარი თავისთვის და ჩემი მეგობრებისთვის.

არ გამომივიდა. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ ვერაფრით ვიმშვიდებ. და
მაინც ყველაზე დიდი ღირებულება ის დაგვრჩა რომ ერთმანეთი გვყავს, თუ რამეში დაგეხმარებათ გეტყვით რომ ძალიან მიყვარხართ და ძალიან მაგრები ხართ ყველა“...
ბეჭდვა