04 თებერვალი, 2016
თამარ ივერი ეკა ხოფერიას შოუში მონაწილეობას ნანობს - „ამის სათქმელად მიმიყვანეს "ქალი ეთერი"...
დიდი ხანია, ჩემთვის ასეთ არაფრისმომცემ შოუში არ მიმიღია მონაწილეობა
ეკა ხოფერიას მორიგი გადაცემა ოპერის გახსნის თემას ეხებოდა. გადაცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო სპექტაკლს „აბესალომ და ეთერიში“ ეთერის როლის შემსრულებელი თამარ ივერიც, რომელმაც შოუს შემდეგ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი დაწერა.

„დიდი ხანია, ჩემთვის ასეთ არაფრისმომცემ შოუში არ მიმიღია მონაწილეობა. 2საათი მაცდევინეს, მაყურყუტეს და გამყინეს მხოლოდ იმისთვის, რომ გადაცემის ბოლოს, უკვე გადაღლილ ხალხთან "ნასუფრალზე", 2 სიტყვა მეთქვა...

მხოლოდ ერთი ორაზროვანი შეკითხვა იმის შესახებ, თუ
შემოქმედებითი ჯგუფი როგორ განვიცდიდით გარეშე მედია დარტყმებს და მორჩა...

ამის სათქმელად მიმიყვანეს "ქალი ეთერი". ჩემი რამდენიმე მცდელობა რომ რაღაც სიტყვა ჩამეკვეხებინა და რაღაცაზე ჩემი აზრი გამომეთქვა....იგნორირებული დარჩა. მანამდე მხოლოდ "ბილეთები-ქურქები-ბილეთები-ქურქები"ს მეტი არაფერი მესმოდა.

საბოლოოდ...ჰამლეტის თეორემასავით..."მისვლა არ მისვლა"საკითხავი აი ეს არის... თავს ვეკითხებოდი. ამ ერთი დასტუკება-გაელვებისთვის მივედი და ვიცადე 2 საათი აეროპორტში გაფრენის წინ?

ასევე ბატონი გიზოც ანალოგიურ სიტუაცუაში აღმოჩნდა....ამ ორი სიტყვის სათქმელად მომიყვანეთ? მსურდა კიდევ რაღაც თემებზე მესაუბრაო. ანალოგიურად გადაცემის 5წუთით ადრე "დასასტუკებლად" მიწვეულ ქალბატონ მედეა "მირიანაშვილსაც" 1 საყველპურო სიტყვა ერგო წილად.


არ შეიძლება, გადაცემას ოპერა და "აბესალომ და ეთერი"ს თემა დაარქვა და მთელი 2 საათი ქურქ/ბილეთების ყვითელ საუბრებს დაუთმო, ჩემთვის შეიძლება პატივსაცემ მაგრამ ოპერიდან შორს მდგომ ხალხთან და ამ დიდი კალიბრის ხალხი, ვინც თავად შექმნა ეს სპექტაკლიც და ეს ზეიმიც...

მიიყვანო... 2 საათი აცდევინო იმისთვის რომ ბოლო ბლოკში 15-20 წუთით შეაგდო, საყველპუროდ თითო თითო შეკითხვა დაუსვა და მათ შემდგომ საუბრის და აზრების გამოთქმის სურვილზე "ბოდიშით-უკვე ვასრულებთ გადაცემას" უძახო და ისინი პრაქტიკულად მხოლოდ გადაცემის "ფეისებად" გამოიყენო !! ლადო... ჭკვიანი ხარ,დღესაც დავრწმუნდი!“
ბეჭდვა