ნინი ნებიერიძე ''მაესტროს'' პროექტ ''ერთი წუთი მაესტროზე'' ბედნიერებაზე საუბრობს. მისი თქმით ბედნიერებისთვის სულაც არაა საჭირო ბევრი ფული.
''ყველას პრობლემაა და სულ რაღაცაში ეძებენ ბედნიერებას. ჰგონიათ, რომ ნივთია, სადღაც დევს ან რომელიღაც ქალაქშია და იქ იპოვნიან.
მე მგონია, რომ ასე არსად არაა და ბედნიერება ყოველდღიურობაშია და ისეთ რაღაცებშია, რაც ყოველდღიურად გვხვდება. ბედნიერება დღის განმავლობაში შეიძლება, ბევრჯერ განიცადო, რასაც არ აფასებ.
გგონია, რომ ძალიან დიდია. ზოგი ფიქრობს, რომ ვიღაცას
უნდა იცხოვრო დღევანდელი დღით, ასე უფრო შეიგრძნობ ბედნიერებას.
ზოგი სულ რაღაცის მოლოდინშია. სკოლაში როცა სწავლობენ, ელოდებიან, როდის დაამთავრებენ, მერე უმაღლესში სწავლაზე ოცნებობენ, მერე სამსახურზე, რომ გათხოვდნენ და ბავშვები გააჩინონ. მერე შვილებზე აქვთ ოცნებები, როდის გაიზრდებიან და სკოლაში სწავლას როდის დაიწყებენ და ა.შ.
რეალურად ბოლოს ხვდები, რომ ძალიან ცოტა დროს იყავი ბედნიერი''.