02 თებერვალი, 2016
ნინო კუზანოვა ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა - ''მზად ვარ ჩავიქოლო''...
არანაირი გრანტი არ მიმიღია, მართლა ასე ვფიქრობ
ნინო კუზანოვა როგორც მისი ფეისბუქის პოსტიდან ირკვევა, ერთსქესიანი ქორწინების მომხრეა. 

''მოკლედ. მზად ვარ ჩავიქოლო და ჩემი უსაყვარლესი ფრენდლისტი განახევრდეს, მაგრამ უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ!

ეს ადამიანები არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩნენ კანონგარეშე! ეს ქორწინებასაც უნდა ეხებოდეს! აკრძალვა ყოველთვის დამალვას და აგრესიას იწვევს! მათ არ უნდა იგრძნონ თავი კანონსმიღმა!

პ.ს. არანაირი გრანტი არ მიმიღია, მართლა ასე ვფიქრობ!''

მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით
ნინომ მეორე პოსტიც დაწერა: 
''ჩემი პოსტის შემდეგ მხოლოდ ერთი ადამიანით შემცირდა ჩემი ფრენდლისტი! მიხარია, აშკარად მოიმატა ჩვენში განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობამ! უზომოდ მიხარია! მიყვარხართ''
ბეჭდვა