01 თებერვალი, 2016
მიშა მესხის პირველი კომენტარი უკრაინაში გავრცელებული კადრების შემდეგ - ''ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც განკიცხვით''
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ მსახიობ მიშა მესხის და მისი მეგობრის უკრაინაში გადახდენილ ამბავს. მსახიობი ბევრმა გააკრიტიკა და წერდნენ, რომ მისი საქციელით ქართველებს არცხვენდა. დღეს მიშა მესხი ატეხილ სკანდალს სოციალური ქსელის საშუალებით პირველად გამოეხმაურა.

''მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა.

დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს, რომ
გადამარჩინა.

დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ....

სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა, მახსოვს რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე...

გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოკსიკაცია.

გავეცანი იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ადმიანის პირად ცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ინტერესი ბუნებრივია როცა საქმე "ცონობად სახეს" ეხება, ამიტომაც, ამას ვერავის ავუკრძალავ.

ჩემი სისუსტეები არასდროს დამიმალავს, მათი გამომწვევი მიზეზებია: უიმედობა, დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის ჭირდები.

სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებას, რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, არავინ იცნობს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას. ალბათ, ღვთის ნება იყო რომ გადავრჩი, გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოუყევი ის რაც მაწუხებდა, დამლოცა და მითხრა, რომ ხშირად მელოცა.

მასთან რომ არ მივსულიყავი, ეს ამბავი, ალბათ, სხვანაირადაც დამთავრდებოდა. რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგი გაკრიტიკებს.

ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაც სასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში, ხომ არავის ულხინს. მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახიამ...

ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული, ამ პრობლემის სირთულეს, მნიშვნელობას და მასშტაბს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებს და სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს.

ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც განკიცხვით. იმედია, ბევრ ადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება. მე ყველანაირად ვეცდები, დავძლიო ეს სენი.

აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისთვის.

მე მინდა, ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვა ადამიანებს. იმედი მაქვს, ამას შევძლებ.

აბა, თქვენ იცით, ვეცდები სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა, რამე ცუდი თუ მომივა, იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია, შეცდომის დაშვება არასასურველია, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა...''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
მერაბი
ამ პოსტს ველოდი.რაც აქ გიწერია თუ შეასრულებ ძალინ გამეხარდება.დიდხანს იცოცხლე.
18:40 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
გოგო
ბიჭების უმეტესობის ავადმყოფობა ხომ ეგოისტობაა. აი თქვენც ერტერთი მათგანი ხართ. ვისთვისაა ბიძია იოლი ცხოვრება. შეგნებული მაქ ყოველგვარი გასაჭირი ამა ქვეყნისა. და შიშებიც, იმაზე მეტი ვიდრე შენ შეილება. მაგრამ არც ვეწევი, არც ვსვავ და ყოველ წამში ვუფრთხილდები ჩემს ჯანმრთელობას. სიცოცხლე მიყვარს, მზე მიყვარს, ხეები მიყვარს, უამრავი ფილმი მიყვარს, წიგნები მიყვარს, კოსმოსი მიყვარს, ადამიანები მიყვარს თავისი სისუსტეებით, თუ კეთილშობილებებით, ცხოველები მიყვარს, მდინარეები მიყვარს, და ის უხილავი იმედი მიყვარს, რომელიც შესაძლოა სრულად უიმედოცაა. რა დაგმართნია შე კაცო, ცოლი გყვას, თუ არ უყვარხარ საკმარისად, მისი გამწარების მაგივრად ან თავი დაიმდაბლე ან იბრძოლე, და დაიმსახურე პატივისცემა, ათასმა ადამიანმა დაგიწერა კარგი კომენტარი, ერთი ჩვეულებრივი მიწის შვილი ხარ, მაგდენი კეთილი სიტყვა შეიძლება მტელი ცხოვრება ვერ მოვისმინო, და ცოტა მეტი დაფასების უნარი არ უნდა გქონდეს? იმ ხალხმა რა ქნას სახლ-კარ5იც რომ არ აქვს, შენ ლიკმა პურის ფულს მაინც სულ იშოვი. აბა იმგენმა ნარკოტიკი კიარა თავები უნდა დაიხვრიტონ. იბრძოლე და აგიმაღლდება საკუთარი თავის პატივისცემა. ეძება ყველაფერში კარგი, მიზნად დაისახე სიკეთის კეთება ოღონდ არა ისეთი სიკეთის მადლობის თქმას რომ ელი, არამედ უანგარო. და გააგრძელე გზა. ყველა თქვენ ვინც მაგ ნაგავ რაღაცით იკლავთ თავს ხართ ეგოისტები. მე ვნატრულობ ნეტა სიბერემდე მიმარწევია, ვშრომობ, ზოგჯერ საჭმელიც არ მაქვს მაგრამ მაინც ვცდილობ წინ წავიდე და ვიცოცხლო აი თქვენ რა ჯანდაბა გინდათ ვერ გავიგე. ხალხი ომობს იქედან ბრუნდება და ცოცხლობს და შენ რა გაგიჭირდა ერთი ასეთი. ახლა ოსკარი თუ გინდა ბიძია გეშრომა ტავის დროხზე მეტი და თუ არ იშრომე და რაც ტყუილად დღეები ფლანგე შეიფერე და აღიარე. შეცდომას შეცდომაზე უმატებ? და თუ არ გიფლანგია და ცადე იმით იყავი ამაყი რომ ცადე. ნარკომანებო თქვენ ხართ უეგოისტესი ადამიანები. და თუ ვინმე სიკვდილს აპირებთ გადმომეცთ თქვენი დღეები არ ვარ წინააღმდეგი. ათასი გაჭირვბული ამ ქვცეყანაშიო რომ იძახი აბა ამოწყდეს ყველა? და რომ პათეტიკურობ ვერც ბგამკურნავ და ვაი დედა. ამხელა კაცი. მოკვდი ბრძოლაში და დაძლია. ბრძოლაში სიკვდილი და ცდიტ სიკვიდლი ჯობს ხელჩაქნეული ცხოვრებას და ძალით სიკვდილსსს!!!!!!!!!!!!!
16:24 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
msia
რა თქმა უნდა,ეს სიცოცხლე თქვენია და თვითონ გადაწკვეთთ,მას როგორ მოექცევიტ(თუმცა შესაზლებელია,რომ სადგაც,მარადისობის მიგმა ვიგაცასთან ამისთვის პასუხს ვაგებთ.....ეს არავინ არ იცის???????)გაუფრტხილდით თავს თუნდაც იმათთვის,ვისაც ძალიან უკვარხართ.დარწმუნებული ვარ,ასეთი ადამიანები გკავთ ზოგჯერ მათი გულისთვის უნდა დავზლიოტ საკუთარი ეეგოიზმი და თავის შეცოდების გზას ავერიდოთ.პათივიცემით
14:51 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
შიო
მიშა,ნამდვილად კაი კაცი და კარგი პროფესიონალი ხარ,მაგრამ შენს თავს და შენს ოჯახს ღუპავ მარტო! დანარჩენი არამკითხეები, სეირის მაყურებლები და ჭკუის მასწავლებლები შენი სადარდო არაა,შენ იღუპები და ესაა ძალინ ცუდი! შენში აშკარად ჩანს რესურსი მაგ ბინძური, უფრო სწორად ბანძური, ავადმყოფობისაგან თავის დასაღწევად და ამიტომ ყველაფერი უნდა გაიღო დასაბრუნებლად.პირველ რიგში შენი,შენი ოჯახის და სახელოვანი წინაპრების საპატივცემულოდ, თორემ საფლავში არავინ ჩამოგყვება... მიმოიხედე ირგვლივ უამრავი მაგალითია ამისა....
14:49 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი დეიდა
აიყვანე თავი ხელში შვილო დს ყველაფერი კარგად იქნება! ღმერთმა დაგლოცოს!
14:48 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მიშა უფლის საყვარელი შვილიხართ და ეს განსაცდელიც უფლისგან არის...არაფერია დამალული რომ არ გამჟღავნდეს...ხოდა გეძლევათ შანსი ლამზად იცხოვროთ და მოინანიოთ ცოდვები...მე თქვენში სიკეთე მიყვარს და სიმართლე....უფალმა დაგლოცოთ და და ჯამრთელობა მოგცეთ...ხალხი რას იტყვის ეს ნაკლებად სადარდებელია...
14:45 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ანასტასია
ძალიან ვინერვიულე . . . ღმერთმა დაგლოცოს შვილო . . .
14:25 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ბადრი აფციაური
მიხა საგოლ დზმაო,ეს უფრო ახალ ტაობას ნარკოტიკი კლავს ეს მარტლაც ასეა.კომენტარი დროული იკო.უნდა დაზლიო,ტორემ კველა საკვარელ ადამიანს დაკარგავ,გირს ეს ამატ?სენ ტავსი ედებე პასუხი.მეც ეგ პრობლემა მაცუხებს,კარგად
14:20 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ადამიანებს უმძიმესი ტკივილის გადატანა უხდებათ. ცხოვრება არავისთვისაა დალხენილი, ის ათასნაირ განსაცდელს უმზადებს ყოველ ჩვენგანს. სულიერ სიმხნევეს გისურვებთ. მჯერა თქვენ ამას შეძლებთ...
14:09 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ნუ იკლავ მიშა თავს. არ ღირს ამ წუთისოფლში უმეტესი დროის უგონოდ გატარება. მერე რა რომ გტკივა, მერე რა რომ წინ უიმედობაა...... გაუძელი აბა რისთვის ვართ ადამიანები . ყველანი, თითქმის ყველანი მსგავსი განცდებით ვცხოვრობთ. ჯანმრთელობას და სიფხიზლეს გისურვებ აბა შენ იცი
13:54 / 01-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS