01 თებერვალი, 2016
მიშა მესხის პირველი კომენტარი უკრაინაში გავრცელებული კადრების შემდეგ - ''ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც განკიცხვით''
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ მსახიობ მიშა მესხის და მისი მეგობრის უკრაინაში გადახდენილ ამბავს. მსახიობი ბევრმა გააკრიტიკა და წერდნენ, რომ მისი საქციელით ქართველებს არცხვენდა. დღეს მიშა მესხი ატეხილ სკანდალს სოციალური ქსელის საშუალებით პირველად გამოეხმაურა.

''მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა.

დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს, რომ
გადამარჩინა.

დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ....

სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა, მახსოვს რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე...

გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოკსიკაცია.

გავეცანი იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ადმიანის პირად ცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ინტერესი ბუნებრივია როცა საქმე "ცონობად სახეს" ეხება, ამიტომაც, ამას ვერავის ავუკრძალავ.

ჩემი სისუსტეები არასდროს დამიმალავს, მათი გამომწვევი მიზეზებია: უიმედობა, დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის ჭირდები.

სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებას, რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, არავინ იცნობს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას. ალბათ, ღვთის ნება იყო რომ გადავრჩი, გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოუყევი ის რაც მაწუხებდა, დამლოცა და მითხრა, რომ ხშირად მელოცა.

მასთან რომ არ მივსულიყავი, ეს ამბავი, ალბათ, სხვანაირადაც დამთავრდებოდა. რთულია, საკუთარი "სიკვდილის" ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგი გაკრიტიკებს.

ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაც სასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში, ხომ არავის ულხინს. მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახიამ...

ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული, ამ პრობლემის სირთულეს, მნიშვნელობას და მასშტაბს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებს და სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს.

ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც განკიცხვით. იმედია, ბევრ ადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება. მე ყველანაირად ვეცდები, დავძლიო ეს სენი.

აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისთვის.

მე მინდა, ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვა ადამიანებს. იმედი მაქვს, ამას შევძლებ.

აბა, თქვენ იცით, ვეცდები სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა, რამე ცუდი თუ მომივა, იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია, შეცდომის დაშვება არასასურველია, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა...''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ლალი
მართალი ხარ,შეცდომის დაშვებაც შენი უფლებაა,თუმცა მასზე უპირატესი და მნიშვნელოვანი სიცოცხლის უფლებაა,ამიტომ იმ ადამიანების ხათრით,ვისაც ჯერ კიდევ უყვარხარ და მისთვის რამეს წარმ ოადგენ,უნდა იბრძოლო,უნდა განიკურნო,გახსოვდეს,რომ სხვებმაც შეძლეს.
17:53 / 16-02-2016
გამოხმაურება / 0 /
სალი
ადვილია სხვის ომში ბრძენის როლის თამაში ......ადამიანებმა რომლებმაც დაკარგეს ახლობლები ამის გამო უკეთ უნდა იცოდნენ რას ნიშნავს "წამალზე დამოკიდებულება"ორმაგი დაავადებაა სულისაც და ხორცისაც....ძნელია თავის დაღწევა,მათ გვერდში დგომა სჭირდებათ და თუ ეს არ შეგვილია ქვას მაინც ნუ ვესვრით!!!!
11:42 / 16-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ხათო
ჩემო ნიჩიერო და ჩკვიანო ადამიანო რომ გიკურებ და გისმენ კოველტვის მსიამოვნებს, რადგან სულით და ხორცით უნაკლო მსახიობი ხარ,შენ მოცოდებით ხარ მსახიობი,ურალოდ ერთს გეტკვი არმინდა რომ რამე დაგემართოს,,,მინდა 100 ცელი იცხოვრო და მეც მაგდენივე ხანს გიკურო.))) მიშ ზალიან მინდა რომ ჯიგრულად იკო.(ხათო)
03:09 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ანი
როდესაც ადამიანი გრიპიანს ხედავს ცდილობს ახლოს არ მივიდეს რომ არ გადაედოს, ეს ავადმყოფობაა მაგრამ როცა საკუთარი სურვილით ხდები ნარკომანი თუნდაც გაუაზრებლად ეს არაა ავადმყოფობა, ესაა არჩეული ცხოვრების წესი და სამწუხაროა, რომ ვეღარ ცვლი. შენი ცხოვრების შეცვლა ისევ შენ შეგიძლია, აქ ექიმი კი დაგეხმარება მაგრამ ბევრს ვერა.
09:00 / 13-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ციცო
არ ვიცი რა გიწოდოთ, ავადმყოფი? დამნაშავე? ცოდვილი? ან რატომ უნდა გიწოდოთ... რა უფლებით, მაგრამ ერთია, ეგ ცუდია ჩემო საყვარელო ხალხო, ძალიან ცუდია. მე უსაყვარლესი ბიძაშვილი დავკარგე, აქ მიზეზი ნარკოტიკი იყო, საბაბი?, საბაბი ბევრი რამ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვკარგავთ საყვარელ ხალხს, არ გვინდა, ჩვენც გაგვიგეთ, თქვენც შედით ჩვენს მდგომარეობაში, გთხოვთ, გემუდარებით, არ გვინდა სიკვდილით ტკივილი, ტირილი, დარდი. ჩვენ გვიხარია თქვენი ყურება, უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებთ, გვახალისებთ, გვამხიარულებთ და ყოველივე ამის შემდეგ როგორ გაგწიროთ, გლანძღოთ? შეურაცხყოფა მოგაყენოთ? არა, არ გვინდა, არ მომწონს ასე. თქვენი სიცოცხლე გვინდა, თქვენი ბედნიერების ყურება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ჩვენზე უკეთ იცით... ძალა მოიკრიბეთ, ზურგი აქციეთ სატანას, ეს ძალიან რთულია მაგრამ არა შეუძლებელი, ჩვენი სიყვარული იყოს თქვენთვის შემწე. ჩემი ფარატინა სიტყვები და უფლის ლოცვა და წყალობა თქვენ. დედა ღვთისმშობელი შეგეწიოთ, ის ტირის როცა ცუდად ვართ.
21:43 / 09-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS