01 თებერვალი, 2016
სალომე ასათიანის შემაშფოთებელი სტატუსი - „მუქ სათვალეს არ გავიკეთებ. სიბერეში შეიძლება, თვალი ავიკრა“
ტელეწამყვან სალომე ასათიანის რამდენიმე დღის წინ დაწერილ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა თანხმდება, რომ მიზეზი, რის გამოც ტელეწაყვანმა სტატუსი დაწერა, შემაშფოთებელია.

„ტელეგადაცემის ლინკებზე თუ ფოტოებზე რამდენჯერმე შემხვდა შენიშვნა ჩემი თვალების ასიმეტრიასთან დაკავშირებით. რომ "ელამი" ვარ, რომ "აჯობებს კადრში მუქი სათვალით დავჯდე"... გადავწყვიტე გამცნოთ, რომ მე ერთ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს.

დაახლოებით ათი წლის წინ ბადურა ჩამომეშალა, სამი მძიმე ოპერაციის და უამრავი არანაკლებ მძიმე პროცედურის მიუხე
დავად, სამწუხაროდ, ვერ შემინარჩუნეს.

უსინათლო თვალი თანდათან კარგავს ფუნქციას და დროდადრო მართლაც იხრება გვერდზე. ვიცი, რომ ჩვენთან გარეგნობა, წონა, ჩაცმულობა, მაკიაჟი, სამკაულები და მსგავსი ქარაფშუტობები ლამის ფეტიშის რანგშია აყვანილი, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ, დავნებდე ამ სტანდარტებს და სადმე დავიმალო.

მუქ სათვალეს არ გავიკეთებ. სიბერეში შეიძლება თვალი ავიკრა, მეკობრის სტილში, შავი ხავერდით. ისიც იმიტომ, რომ საკუთარ "ობრაზს" ვხედავ ასე და არა თვალის დამალვის მიზნით. მანამდე კი იმედია როგორმე გამიძლებთ.

ძირს ჩარჩოები და სილამაზის სტანდარტები, ვეცადოთ შევიყვაროთ ჩვენ-ჩვენი "ნაკლები" და "ხარვეზები".we are all individuals,, როგორც მონტი პაიტონის ბრძენები გვასწავლიან.

(ემოციურად არ მეხება მსგავსი კომენტარები, საამისო ძალა ნამდვილად მაქვს. არც მაწუხებს და არც მთრგუნავს. მითუმეტეს მაშინ, როცა უმეტესი გამოხმაურება დადებითია, გადაცემების და ტექსტების შინაარსზეა და არა ამაზე. მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ამ "გარეგნობის ფეტიშიზმზე" ხმამაღალი ლაპარაკი. მარტო ჩემს თვალებში არაა საქმე, უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ქალი და გოგო განიცდის ამ ფეტიშიზმის წნეხს და ამაზე უნდა დავიწყოთ ღია დისკუსია, აუცილებლად)“, წერს სალომე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
კიბო
ადამიანის ფიზიკურ ნაკლზე მხოლოდ სულით მახინჯმა შეიძლება იხალისოს,მაგრამ მთავარი ის არის,რომ ფიზიკური ნაკლის გამოსწორება ან შენიღბვა შეიძლება,აი სულით მახინჯს კი არაფერი არ ეშველება.ის საფლავშიც მახინჯად ჩავა და მისი გახსენების სურვილიც კი არავის არ ექნება.
18:31 / 07-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
სალომე, არ მყავხართ ეკრანზე ნანახი, მაგრამ თქვენმა შემართებამ აღმაფრთოვანა. მთავარია თქვენ თქვენი საქმე კარგად აკეთოთ და ვინ რას იტვის..............! ამის მერე ნამდვილად დავინტერესდები და გიხილავთ. გისურვებთ წარმატებებს!
16:23 / 07-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა კალაძე
ეს გოგონა რადიო თავისუფლების უნიჭიერესი სალომე ასათიანია, მას არასოდეს გამოუყენებია და არც დასჭირვებია მშობლების სახელის გამოყენება თავისი წარმატებისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი დედა და არანაკლებ ცნობლი მამა ჰყავს). ულამაზესი ბავშვი იყო გარეგნობითაც და შინაგანადაც. მე მას ვიცნობ სკოლიდან, როდესაც 1-ლ ექსპერიმენტულში სწავლობდა. სირცხვილი ჩვენ, რომ მას ასეთი რამ დავაწერინეთ! სალომე, მიყვერხარ!
00:27 / 06-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
აქ ჩანც რა ხალხიც ვართ.ხალხი კიარა სამარცხვინო,გამყიდველი,უსინდისო და უნამუსო ერი ვართ.გარეგნობით აფასებთ ადამიანს?სარკეში ჩაიხედეთ თვითონ და დარწმუნდებით დარვინიზმის ჭეშმარიტებაში.ავადმყოფები....
17:42 / 05-02-2016
გამოხმაურება / 0 /
გელა
მარი-ს. გეტყობა ქართულ სატელევიზიო არხებთან მწყრალად ხარ. პირველ არხზე გადართე ხანდახან და იხილავ. ძალიან ჭკვიანი და განათლებულია. ხოფერია - შამათავებ-გრიგორიების ნაირი არ გეგონოს.
12:47 / 05-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინ
სალომე, მე მრცხვენია იმ "ადამიანების" გამო, ვინც მსგავსი რამ გამოხატა. სამწუხაროდ, არ მყაბ=ვხართ ეკრანზე ნანახი, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. სამაგალითო ხართ თქვენი სიძლიერით და მადლობა ამისთვის. ამბობთ, რომ არ მიგაქვთ გულთან ეს ამბები და კარგია. აბა ჩემნაირისთვის ეს იქნებოდა დამანგრეველი.პ.ს. სკოლის პერიოდში მინუსი გამიჩნდა და ეს რომ ჩემმა მეზობელმა შემატყო, ცინიკურად მეკითხებოდა შორიდან მომავალ ადამიანებზე, ვინ არის ესო. :) ახლა ამ პრობლემისგან გავთავისუფლდი, მაგრამ კვლავ მახსოვს ის პერიოდი. კარგი გოგო ხარ, რომ შენ ასეთი ძლიერი აღმოჩნდი. წარმატებები! :*
11:26 / 05-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ABC
დიდი ხანია ტელევიორს არ ვუყურებ და არც ვიცი ვინაა ეს გოგონა, მაგრამ პოსტმა შემძრა. რას ერჩიან, რას იქექებიან სხვის გარეგნობაში? ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ სალომე! არაფერი არ უნდა სამალო, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა!
10:28 / 05-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვინ არის ეს გოგონა?სად მუშაობს და საერთოდ რა უნდა?
22:53 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
nino
salome shen dzalian kargi gogo xar
19:17 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ელეონორა
ყოჩაღი და ნამდვილად ძლიერი ადამიანი
16:18 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS