01 თებერვალი, 2016
სალომე ასათიანის შემაშფოთებელი სტატუსი - „მუქ სათვალეს არ გავიკეთებ. სიბერეში შეიძლება, თვალი ავიკრა“
ტელეწამყვან სალომე ასათიანის რამდენიმე დღის წინ დაწერილ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა თანხმდება, რომ მიზეზი, რის გამოც ტელეწაყვანმა სტატუსი დაწერა, შემაშფოთებელია.

„ტელეგადაცემის ლინკებზე თუ ფოტოებზე რამდენჯერმე შემხვდა შენიშვნა ჩემი თვალების ასიმეტრიასთან დაკავშირებით. რომ "ელამი" ვარ, რომ "აჯობებს კადრში მუქი სათვალით დავჯდე"... გადავწყვიტე გამცნოთ, რომ მე ერთ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს.

დაახლოებით ათი წლის წინ ბადურა ჩამომეშალა, სამი მძიმე ოპერაციის და უამრავი არანაკლებ მძიმე პროცედურის მიუხე
დავად, სამწუხაროდ, ვერ შემინარჩუნეს.

უსინათლო თვალი თანდათან კარგავს ფუნქციას და დროდადრო მართლაც იხრება გვერდზე. ვიცი, რომ ჩვენთან გარეგნობა, წონა, ჩაცმულობა, მაკიაჟი, სამკაულები და მსგავსი ქარაფშუტობები ლამის ფეტიშის რანგშია აყვანილი, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ, დავნებდე ამ სტანდარტებს და სადმე დავიმალო.

მუქ სათვალეს არ გავიკეთებ. სიბერეში შეიძლება თვალი ავიკრა, მეკობრის სტილში, შავი ხავერდით. ისიც იმიტომ, რომ საკუთარ "ობრაზს" ვხედავ ასე და არა თვალის დამალვის მიზნით. მანამდე კი იმედია როგორმე გამიძლებთ.

ძირს ჩარჩოები და სილამაზის სტანდარტები, ვეცადოთ შევიყვაროთ ჩვენ-ჩვენი "ნაკლები" და "ხარვეზები".we are all individuals,, როგორც მონტი პაიტონის ბრძენები გვასწავლიან.

(ემოციურად არ მეხება მსგავსი კომენტარები, საამისო ძალა ნამდვილად მაქვს. არც მაწუხებს და არც მთრგუნავს. მითუმეტეს მაშინ, როცა უმეტესი გამოხმაურება დადებითია, გადაცემების და ტექსტების შინაარსზეა და არა ამაზე. მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ამ "გარეგნობის ფეტიშიზმზე" ხმამაღალი ლაპარაკი. მარტო ჩემს თვალებში არაა საქმე, უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ქალი და გოგო განიცდის ამ ფეტიშიზმის წნეხს და ამაზე უნდა დავიწყოთ ღია დისკუსია, აუცილებლად)“, წერს სალომე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ნანა
სალომე! მე თქვენ ყოველთვის გისმენთ :)
13:24 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
geferebi tqventvis ucnobi
რა საყვარელი ხარ დედიკო უფალი გწყალობდეს
10:20 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
შემაშფოთებელი სალომეს სტატუსი კი არ არის,შემასფოტებელია ის და თანაც ძალიან,რომ სალომეს ნაირ ადამიანს და ამ დონის ჟურნალისტს,ამ ყველაფერზე უწევს ახსნა-განმარტების გაკეთება
17:18 / 09-02-2016
გამოხმაურება / 0 /
იზა
ძალიან გვიყვარხართ! უფლის წყალობა, ულევი სიხარული და წარმატებები
12:12 / 09-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
არც შემიმჩნევია,საერთოდ გარეგნობას დიდად არც ვაკვირდები,მის მიღმა რაცაა ის უფრო მაინტერესებს. წარმატებები სალომე
23:03 / 08-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS