31 იანვარი, 2016
ეკა კვალიაშვილი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზე არ დაპატიჟეს, მომღერალი გულდაწყვეტილია...
ამ პოსტს იმიტომ ვაქვეყნებ, რომ სიმართლე იცოდეს ხალხმა
მომღერალი ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ვგებულობთ, თუ რატომ არ იყო მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზე. 

„ამ პოსტს იმიტომ ვაქვეყნებ, რომ სიმართლე იცოდეს ხალხმა,

ჩემდა საბედნიეროდ, ტელეგადაცემებით ვერ ვინტერესდები, თუ რაიმეს ყურება მინდა, ინტერნეტით უყურებ. გუშინ დათო ძიძიგურთან ვიყავით, დათოს დედის დაბადების დღეზე, შევიკრიბეთ ბავშვობის მეგობრები.

რა თქმა უნდა, თემო თათარაშვილიც იქ იყო, მომიტრიალდა და მეკითხება შეშფოთებული და დაბალი ტემბრით.

ქალო, რატომ არ მოხვედი მაია ჯაბუას
ვარსკვლავის გახსნაზეო? მე მივხვდი, რომ არ იყო საქმის კურსში თემუკა, და ალბად ეგონა, რომ დამპატიჟეს, მოსაწვევი გამომიგზავნეს და მე კი, რატომღაც არ მივედი..

არავის, ჩემთვის არც მოსაწვევი გამოუგზავნია და არც სიტყვიერად და სატელეპონო საუბარში არ მივუწვევივარ, სადაც სიებს ადგენენ ხოლმე დათო ოქიტაშვილის მიერ გახსნილ ვარსკვლავებზე, დასასწრები მოსაწვევებისთვის, რატომღაც არასდროს ვახსენდები ამ ადამიანს.

თემოსგან გავიგე, რომ გუშინწინ შესდგა ეს დღე.

ჩემო მაიკო, გულით გილოცავ ვარსკვლავის გახსნას, გისურვებ მრავალ წარმატებას შენი ცხოვრების მანძილზე, თემურისაც დავაბარე და ჩემი გვერდიდანაც გილოცავ.

მართლა არავის უთქვამს ჩემთვის თორემ, ამ სასიხარულო ამბავს, მერწმუნე, არ გამოვაკლდებოდი. მიყვარხარ  და როგორც კოლეგას, გისურვებ ბედნიერ და გამართლებულ კარიერულ გზას“.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მზეო
ღმერთო , სადამდე მივედით ქართველები!წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მაიას!
11:37 / 26-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯაბუას ძელის გახსნა როდის იგეგმება..?
ჯერ ძეგლი დაუდგით,და მერე გაუხსენით ვარსკვლავი ჯაბუუანთ ქალს,თქვე რაღა დაგემართათ.....
17:40 / 10-02-2016
გამოხმაურება / 0 /
დოდო
ნინია! თქვენ ასეთი წინადადებების გამო დიდ ცოდვაში ჩადგით ფეხი! ასეთი რამ აღარასდროს დაწეროთ!!!
01:30 / 09-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ხუანი
რისთვის უხსნიან ამ ხალხს ვარსკ.გავგიჟდები ეს რა ქვეყანაა! ნაცნობობით და სიმპატიებით ხდება ყველაფერი.
19:09 / 04-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ირმა
და მაია ჯაბუასთვის ვარსკვალის გახსნა ძალიან ადრე ხომ არ არის?
13:09 / 02-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS