31 იანვარი, 2016
ოპერის თეატრში მისული ნინო ანანიაშვილი სოციალურ ქსელში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს
30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა
30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა. გახსნამდე კი რამდენჯერმე სკანდალში გაეხვა. სკანდალი არც პრემიერას მოჰკლებია.

გახსნაზე მიწვეულები იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი თუმცა სპექტაკლს არც ერთი არ დასწრებია.

გიორგი მარგელაშვილმა კი გადაწყვიტა, სპექტაკლს ჩვეულებრივ მაყურებელთან ერთად მეორე დღეს დაესწროს.

სოციალურ ქსელში კი ყურადღება მიაქციეს და გააკრიტიკეს ნინო ანანიაშვილის ჩაცმულობა. პრიმა ბალერინა ოპერისა და ბალეტის თეატრში ქურქით მივიდა.
Rating


The Revenant - თბილისის ოპერაში წერს, ცოტნე
გამსახურდია და ნინო ანანიაშვილის და ლეონარდო დიკაპრიოს ფოტოებს ერთად აქვეყნებს.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“...

„ესაა პრიმა?“

„კი. შუბის მაგივრად სასცენო კოსტუმი რომ აცვია და ცეკვავს მაშინ“.

„ისე,მართალი გითხრათ, გულისამრევია შუბებიც და მგონი ოპერაც გაუბედურებული სამშობლოს ფონზე... ქვეყანა აქამდე მხოლოდ უსახელო უფლისციხელებმა მოიტანეს კაცურად, დანარჩენები საყდრისებს აფეთქებენ და ოპერის სანაცვლოდ, გაცილებით ღირებულს გვართმევენ. ფუ, ჩვენს ქართველობას... რომელ გადარჩენაზეა ლაპარაკი“.

„ასე პათეტიკურად ჩვენც ბევრი გვიოხრია, მაგრამ საქმით არაფერი გვიკეთებია, მსგავსიც კი“

„ფარშევანგის შუბა პირველად ვიხილეთ“ , წერენ სოციალურ ქსელში. 
ბეჭდვა