რეიტინგული ფოტო
 
ოპერის თეატრში მისული ნინო ანანიაშვილი სოციალურ ქსელში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს
ოპერის თეატრში მისული ნინო ანანიაშვილი სოციალურ ქსელში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს
31 იანვარი, 2016
30 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა. გახსნამდე კი რამდენჯერმე სკანდალში გაეხვა. სკანდალი არც პრემიერას მოჰკლებია.

გახსნაზე მიწვეულები იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი თუმცა სპექტაკლს არც ერთი არ დასწრებია.

გიორგი მარგელაშვილმა კი გადაწყვიტა, სპექტაკლს ჩვეულებრივ მაყურებელთან ერთად
You must have Flash Player installed in order to see this player.
მეორე დღეს დაესწროს.

სოციალურ ქსელში კი ყურადღება მიაქციეს და გააკრიტიკეს ნინო ანანიაშვილის ჩაცმულობა. პრიმა ბალერინა ოპერისა და ბალეტის თეატრში ქურქით მივიდა.
Rating


The Revenant - თბილისის ოპერაში წერს, ცოტნე გამსახურდია და ნინო ანანიაშვილის და ლეონარდო დიკაპრიოს ფოტოებს ერთად აქვეყნებს.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“...

„ესაა პრიმა?“

„კი. შუბის მაგივრად სასცენო კოსტუმი რომ აცვია და ცეკვავს მაშინ“.

„ისე,მართალი გითხრათ, გულისამრევია შუბებიც და მგონი ოპერაც გაუბედურებული სამშობლოს ფონზე... ქვეყანა აქამდე მხოლოდ უსახელო უფლისციხელებმა მოიტანეს კაცურად, დანარჩენები საყდრისებს აფეთქებენ და ოპერის სანაცვლოდ, გაცილებით ღირებულს გვართმევენ. ფუ, ჩვენს ქართველობას... რომელ გადარჩენაზეა ლაპარაკი“.

„ასე პათეტიკურად ჩვენც ბევრი გვიოხრია, მაგრამ საქმით არაფერი გვიკეთებია, მსგავსიც კი“

„ფარშევანგის შუბა პირველად ვიხილეთ“ , წერენ სოციალურ ქსელში. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (33)
22:52 / 02-02-2016
გაოცებული
ხალხო ასე რამ გაგამწარათ,მეტი საქმე აღარ გაქვთ თუ რაა? რა გიკვირთ შუბა ანანიაშვილის როცა საქართველოში შუბა დღეს 40 % მაინც აქვს და დარწმუნებული ვარ რომ ქონდეთ სიამოვნებით და სიამაყით ატარებდით, რატომ ადრე არ ხედავდით ქართველ მსახიობებს ,მომღერლებს..... ცხოველთა უფლებები კიარა პირველ რიგში ჩვენი ადამიანური უფლებები დავიცვათ,ასე რომ ირღვევა ყოველ წამს......
16:09 / 02-02-2016
ზურა
მატრაკვეცებო ხორცს არ ჭამთ? შესაჭმელად,რომ კლავთ მაშინ არ არის ცოდო?
11:46 / 02-02-2016
რომი
ხალახო ეს ქალბატონი ნინო ანანიაშვილია!!!!!!
11:25 / 02-02-2016
მანანა
ჩემის აზრით სამარცხვინო თემაა. დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი, ვინც ამ კომენტარებს წერთ ტყავის სავარძელში ხართ მოკალათებული. ლამაზი ბეწვის ქურქი შეიძლება ხელოვნების ნიმუშსაც შეადარო, ბეწვის ფუნჯები,ხომ ასევე ძვირადGირებულია. ხელოვნური კი არფერი ვარგა, არც საჭმელი არც სასმელი, არც ჩასაცმელი და მითუმეტეს თემები. ძალიან სამწუხაროდ მე ქურქი არ მაქვს.
10:52 / 02-02-2016
მაკა
ნინოს თავის შრომით აქვს თუ რამე აცვია, ჯობს სხვებზე ილაპარაკოთ ბიუჯეტის ხარჯზე რომ ჭამენ სვამენ იცმევენ და გასართობად დადიან. საქართველოს რაც მეტი სახელგანთქმული პროფესიონალი ეყოლება თავის საქმის ეს მხოლოდ წაადგება.
კატეგორიის სხვა სიახლეები