29 იანვარი, 2016
როგორ ეხმაურებიან ''პროფილის'' სკანდალურ გადაცემას სოციალურ ქსელში
რა იყო ამ გადაცემაში საპანიკო ვერ მივხვდი მაინც
''პროფილის'' ეთერში გასვლას გასულ ხუთშაბათს საფრთხე დაემუქრა. თემა ბავშვთა სუიციდს ეხებოდა. ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობდა, რომ გადაცემის ეთერში გასვლა არსებულ საფრთხეს გაზრდიდა. ''პროფილის'' ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე საუბრობნენ, რომ მისი ეთერში გაშვება შეიძლება აკრძალულიყო...

''მე ვიცი, რომ ეს არის ბრძოლა და ყოველთვის ვიცოდი, რომ ის იქნებოდა ძალიან რთული, თუმცა მგონია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, როცა მართალი ხარ! უღრმესი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, თქვენი ერთსულოვნება ჩვენ გვაძლევს
ძალას ვიაროთ წინ და ვებრძოლოთ ყველა დამყაყებულ სტერეოტიპს!

კოლეგებს, მეგობრებს, სრულიად უცნობ ადამიანებს და მაყურებელს მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის და მხარდაჭერისთვის! მივიღე რამდენიმე ბოდიშის წერილიც-უცნობებისგან, ვაფასებ ამ ღირსეულ ნაბიჯს და დიდი მადლობა ამისთვის!'' წერს მაია ასათიანი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ,

გადაცემას სოციალურ ქსელში შემდეგი გამოხმაურება მოჰყვა. 

''რა იყო ამ გადაცემაში საპანიკო ვერ მივხვდი მაინც. პირიქით ასეთი პრობლემები უნდა შუქდებოდეს, რომ მოგვარდეს. თვალის დახუჭვა არ შეიძლება ყველაფერზე! მაია ძალიან მომწონს თქვენი ახლანდელი ''პროფილი'' ბრავო წარმატებები! მართლაც აქვს აზრი ბრძოლას სიმართლისთვის!

''ძლიერი გოგო ხარ... წარმატებები''

''მაიკო ჩემთვის პირადად ეს გადაცემა ძალიან მძიმე საყურებელი იყო და თავი შევიკავე. შეიძლება არასწორია, მაგრამ ძალიამ რთული, იმიტომ რომ მტკივა ყველა პრობლემა, რაც ბავშვებს ეხება, მაგრამ მე მივესალმები ამ გამოფხიზლებას. დროა, მივხედოთ ამ ყველაზე დიდ პრობლემას'', ვკითხულობთ ''პროფილის'' ფეისბუქგვერდზე.  
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
3546
ვაიმე ხალხო, რომ დავიკოდოთ ეს ქალი თავისი გადაცემითურთ - არა? --- არც გადაცემა მინახავს არც ის ვიცი რაზე ატყდა ამბავი... ალბატ მაია ზის და ფიქრობს--- დღეს დებილბები ხო ვაკეტე და ხალხი ავალაპარაკე, მოდი კიდევ უფრო დიდ დებილობას მოვიფქრებ, კიდევ უფრო რომ დავშოკო ეს ხალხი. ხოდა მოდიით რაა... ნუ ვიშოკებით :დავიკიდოთ
17:57 / 08-02-2016
გამოხმაურება / 0 /
იკა აფხაზი
ჩვემი აზრით, ამ თემების აფიშირება არაა საჭირო, ბავშვებს ამ მიმართულებით ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, ჩვენ ვაწვდით საშუალებებს, ვინ როდის და როგორ მოიყვანა სუიციდი სისრულეში, შეცდომაა... ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სუიციდის პრევენციაზე და არა მისი განორციელების შესაძლო გზების აფიშირებაზე.... ბევრს გვყავს შვილები, ჩვენც გამოვიერეთ ეს პერიოდი... გავითვალისწინოთ ჩვენი გამოცდილება და შესაბამისი კომენტარები გავაკეთოთ, თუმცა ალბათ იშვიათია ადამიანი სუიციდის თემაზე არ ეფიქროს.....
10:00 / 05-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვეთანხმები უცნობს-უფრო ნაყოფიერი იქნებოდა ეს გადაცემა, ჯურნალისტი კითხვის დასმის შემდეგ პასუხის მოსმენის საშუალებას გვაძლევდეს. არ აწყვეტინებდეს არაადეკვატური კითხვებით. არცერთ სტუმარს წინადადების დამთავრება არ აცადა.
18:33 / 30-01-2016
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
უფრო ნაყოფიერი იქნებოდა ეს გადაცემა, ჯურნალისტი კითხვის დასმის შემდეგ პასუხის მოსმენის საშუალებას გვაძლევდეს. არ აწყვეტინებდეს არაადეკვატური კითხვებით. არცერთ სტუმარს წინადადების დამთავრება არ აცადა.
18:01 / 29-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS