25 იანვარი, 2016
ელენე და ირაკლი კუტალაძეების ზამთრის არდადეგები, როგორ ერთობა მამა-შვილი ბაკურიანში
ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის შვილმა, ელენემ მამის წყალობით უკვე იცის ცურვა. ზაფხულობით ელენე მამას დუბაიში მიჰყავს რამდენჯერმე, სადაც ირაკლის სახლი აქვს. ელენეს მოცურავე მამის მსგავსად უკვე ძალიან უყვარს ზღვა.

სოციალურ ქსელში მამა-შვილის გართობის ფოტოები ხშირად აუტვირთავთ. მამა და მასზე უზომოდ შეყვარებული გოგონა, წერდნენ სოციალურ ქსელში.

მამა- შვილი მართლა კარგად რომ ერთობა ერთად, ეს ბაკურიანში რამდენიმე საათის წინ გადაღებული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.

ნინი და ირაკლი დაშორების მიუხედავად ელენეს გამო ურთიერთობენ. ნინი ხშირად ამბობს, რომ დედობამ
ძალიან შეცვალა. ელენე დედის წყალობით უკვე ვიხილეთ ერთ-ერთ კლიპში.  

შეიძლება ითქვას, რომ დაშორების მიუხედავად ორივე მისაბაძი მშობელია და ორივე ერთნაირად ზრუნავს პატარა ელენეზე.
RatingRatingRatingRatingRating



ბეჭდვა