21 იანვარი, 2016
რატომ გაუჩნდა ნანუკა ჟორჟოლიანს „პროფილში“ სტუმრობის სურვილი - „მაია, რატომ არ დამპატიჟე ამ გადაცემაში“
ცნობილი გახდა, რომ მაია ასათიანმა სეზონის პირველი გადაცემა სოციალურ ბულინგს მიუძღვნა
გადაცემა "პროფილის" ახალი სეზონის პრომომ სადაც წამყვანი ამბობდა, "მე მოვკვდი", უკვე ერთი კვირაა სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მაია ასათიანმა სეზონის პირველი გადაცემა სოციალურ ბულინგს მიუძღვნა. მისი პირველი სტუმარი ჯანეტ ქერდიყოშვილი იყო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტ ბულინგის მსხვერპლი გახდა. შეხედულებების გამო, ჯანეტი ბევრმა გააკრიტია. მოდელი და ჟურნალისტი ამბობდა, რომ ქალის და მამაკაცის ღალატი ერთმანეთისგან განსხვავდება.

მაია ასათიამა გადაცემის დასაწყისში
გაიხსენა რამდენიმე წლის წინ თავად როგორ გახდა ბულინგის მსხვერპლი და როგორ არავინ არ დაიცვა ორი ადამიანის, ინგა გრიგოლიას და ნიკო ნერგაძის გარდა.

გადაცემას სოციალურ ქსეში ნანუკა ჟორჟოლიანი და ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.

ნანუკა: მაია, რატომ არ დამპატიჟე ამ გადაცემაში. რა ჩართული ვარ სახლიდან არ იცი, ვქოთქოთებ ოთახში.

ინგა გრიგოლია: მეც ჩართული ვუსმენ. ისე, ამ გადაცემაში მეც დავჯდებოდი სიამოვნებით.

მაია ასათიანმა გადაცემაში დასვა კითხვა, თუ ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, თუ ჯანეტი სუსტი ნებისყოფა ექნებოდა და გულის შეტევა თუ დაემართებოდა.

ამ კითხვას ნანუკამ შემდეგი კომენტარით უპასუხა: "ესე იგი იმიტომ რომ გულის შეტევა არ დაემართოს, ამის შიშით შტერობები უნდა ილაპარაკოს და ხმა არ ამოვიღოთ? უუხ რას გიზამ. ამიტანე ახლა ფეისბუქზე. შენ თავს ნუ ადარებ ამ ამბავს".
ბეჭდვა