20 იანვარი, 2016
''ევროვიზიაზე'' სომხეთს ყველაზე სექსუალური ქალი წარადგენს - ''ყვავილების ქვეყანაზე'' ატეხილი ცრუ განგაში
დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთი ''ევროვიზიაზე'' ქართული სიმღერით წარდგება და რომ მათ არჩევანი იმ სიმღერაზე შეაჩერეს, რომელიც ძალიან ჰგავს ''ყვავილების ქვეყანას''. სოციალურ ქსელში კრიტიკა დაიმსახურა სერობ არჯემიანმა, რომელიც ამ სიმღერის სომხურ ვერსიას ასრულებს.

''ყვავილების ქვეყანა'' კიდევ ერთხელ გახდა დავის საგანი. თუმცა როგორც ჩანს, ქართველების აღშფოთება ნაადრევია, ნათია უზნაძემ, ''ევროვიზიის'' ქართული მხარის წარმომადგენლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სომხეთს ულამაზესი გოგონა ივეტა მუკუჩიანი წარადგენს და არა სერობ არჯემიანი.

ივეტა მუკუჩიანზე ინტერნეტში შემდეგი ინფორმაცია მოვიპოვეთ.

ივეტა ერევანში 1986
წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. 1992 წელს მისი ოჯახი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.

2009 წელს მშობლების რჩევით სომხეთში დაბრუნდა და ჯაზ ვოკალის სწავლა დაიწყო სომხეთის ეროვნულ კონსერვატორიაში.

ივეტა მოდელიცაა.

2012 წლის დეკემბერში ის სომხეთში ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს.

2015 წლის 13 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ სომხეთს '' 2016 წლის ევროვიზიაზე'' ივეტა მუკუჩიანი წარადგენდა. 
Rating
ბეჭდვა