19 იანვარი, 2016
რატომ არ იღებს საზოგადოების ნაწილი ქეთათოს პროტესტს - ''წითელ ნიფხავში რომ გიმღერებს, არა გაზპრომსო''...
საზოგადოების ნაწილი გაზპრომის საქართველოში შემოსვლას აპროტესტებს
საზოგადოების ნაწილი გაზპრომის საქართველოში შემოსვლას აპროტესტებს, მათ შორისაა მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი. ბოლო დროს ქეთათო აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საპროტესტო აქციებში.

თუმცა გაზპრომის საქართველოში შემოსვლის აქციაზე მისი გამოსვლა საზოგადოების ნაწილმა არ მიიღო.

ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი წერს.

'' წითელ ნიფხავში რომ გიმღერებს ქვრივი ქეთათო მიშა მაგარიაო და არა გაზპრომსო, სასწრაფოდ უნდა შემოვიყვანოთ გაზპრომი, რომ იქნებ ისეთი ალი დატრიალდეს, მთლად უნიფხვომ იმღეროს ხვალ'', სტატუსს ბევრი მოწონება ხვ
და და კომენტარებში ვკითხულობთ.

''ქვეყანას ჰყავს მთავრობა და როგორმე ამ ტაკიმასხარას გარეშე გადაწყვეტენ, როგორ მოიქცნენ!''

''მეფის ცოლმა თუ არ გაიხადა, არავინ უსმენს და რა ქნას რა წყალში ჩავარდეს? აცალეთ ქალს, რამენაირად ხომ უნდა მიიქციოს ყურადღება?''

''ეს დალოცვილი უფალი ზოგიერთს ნიჭს რომ მისცემს, ჭკუას რატომ გამოაცლის ხოლმე, ა''?

''ვის ქეთათოსა აქვს ნიჭი? მაგის ნამღერი? რომელი სიმღერაა, წესიერად პროფესიონალ დონეზე თუ არა უბრალოდ მოსაწონად შესრულებული?

როგორც ჩანს ქეთათოს ექსტრევაგანტული ჩაცმულობა, რომლითაც ის ბოლო დროს სცენაზე ჩნდება, არ მოსწონთ და მის პროტესტს იმიტომაც არ იღებენ. პირველად ქეთათო ექსტრავაგანტული სამოსით ერეკლე დეისაძესთან ერთად გამოჩნდა სცენაზე და მაშინ  საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაატყდა თავს.
RatingRatingRating
Rating
ბეჭდვა