ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, თუ რატომ არ უნდა ჩავერიოთ და განვიხილოთ სხვისი პირადი ცხოვრება.
„მე მესმის, რომ სხვისი პირადი ყოველთვის საინტერესოა. განსაკუთრებით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, მაგრამ ცხვირის ჩაყოფის უფლება სხვის ცხოვრებაში, გვაქვს იქამდე, სადამდეც ეს თავად სურს ადამიანს.
მანამდე ვიდრე, ააოხრებთ სხვის ცხოვრებას, ენებს მოიფხანთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მათგანი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც თქვენ. ჩვეულებრივი ემოციებით, ტკივილებით, პრობლემებით.
ნუ
ვიდრე სხვის პირადს მოთხრით, ან სხვას, გახსოვდეთ ის რაღაც, რაც თქვენია და სხვამ რომ ისაუბროს არ გინდათ! ბუმერანგია ეს ცხოვრება და პირდაპირ ცხვირში მოგხვდებათ, რასაც დათესავთ.
იმედია, მოვა დრო, როცა ყველა ვიტყვით, რომ სხვისი პირადი ჩვენ არ გვეხება. წარმატებები მეგობრებო“!