16 იანვარი, 2016
„ვიდრე სხვის პირადს მოთხრით, გახსოვდეთ, ბუმერანგია ეს ცხოვრება და პირდაპირ ცხვირში მოგხვდებათ, რასაც დათესავთ“
იმედია, მოვა დრო, როცა ყველა ვიტყვით, რომ სხვისი პირადი ჩვენ არ გვეხება
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, თუ რატომ არ უნდა ჩავერიოთ და განვიხილოთ სხვისი პირადი ცხოვრება. 

„მე მესმის, რომ სხვისი პირადი ყოველთვის საინტერესოა. განსაკუთრებით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, მაგრამ ცხვირის ჩაყოფის უფლება სხვის ცხოვრებაში, გვაქვს იქამდე, სადამდეც ეს თავად სურს ადამიანს.

მანამდე ვიდრე, ააოხრებთ სხვის ცხოვრებას, ენებს მოიფხანთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მათგანი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც თქვენ. ჩვეულებრივი ემოციებით, ტკივილებით, პრობლემებით.

ნუ
დაგავიწყდებათ, რომ თოთოეულ ჩვენგანს გვაქვს ის რაღაც, რაზეც არ გვინდა, სხვებმა იჭორაონ, გათელონ, შეალამაზონ, გააზვიადონ.

ვიდრე სხვის პირადს მოთხრით, ან სხვას, გახსოვდეთ ის რაღაც, რაც თქვენია და სხვამ რომ ისაუბროს არ გინდათ! ბუმერანგია ეს ცხოვრება და პირდაპირ ცხვირში მოგხვდებათ, რასაც დათესავთ.

იმედია, მოვა დრო, როცა ყველა ვიტყვით, რომ სხვისი პირადი ჩვენ არ გვეხება. წარმატებები მეგობრებო“!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნინა
ნანუკა,საყვარელო, ყველა გადაცემაში ამბობდი ჩემს პირადზე ლაპარაკი არ მერიდებაო.... შენი და ირაკლის დიდი სიყვარული სად და როგორ გაქრა მართლა მაინტერესებს....
02:57 / 19-01-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
Mტკივნეული იყო ნანუკა.როცა შენ მოგგხვდა ცხირში.ასეტ რამეს როცა წერ უკან მოსახედი უნდა გგქონდეს
22:38 / 18-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკოკო
შენი კარიერა,სხვის ცხოვრებაში ჩაყოფით აიწყვე და ახლა გაგინათდა გონება???
19:35 / 18-01-2016
გამოხმაურება / 0 /
დათო
ჰოდა რაც დათესე იმას იმკი, სხვას ქმარს რომ ართმევდი კარგი იყოოოოოოოოო.
14:56 / 18-01-2016
გამოხმაურება / 0 /
Martas
Tsxviri sikvdilamde zrdashia,ar itsodit?
20:29 / 17-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS