14 იანვარი, 2016
ნინი ბადურაშვილი გია ჯაჯანიძის გადაცემის წინააღმდეგ - „ეს მაყურებლის შეურაცხყოფაა“
"იმედის" ეთერში „გია ჯაჯანიძის შოუ“ ახალი წლის მერე ეთერში დაბრუნდა
"იმედის" ეთერში „გია ჯაჯანიძის შოუ“ ახალი წლის მერე ეთერში დაბრუნდა. პირველი ინტერვიუ წამყვანს გია სურამელაშვილთან ჰქონდა. მომღერალი როგორც ყოველთვის ამჯერადაც გულახდილობით გამოირჩეოდა. ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის რძალს და შვილს გაებუტა. მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ ის ყოველთვის მართალია.

მოგვიანებით კი რესპონდენტმა კონცერტისთვის მომზადება დაიწყო. მომღერალმა კამერების წინ პედიკიური გაიკეთა. სულ არ გრცხვენია, ხომ? ჰკითხა გია ჯაჯანიძემ. რას ვაკეთებ სასირცხვილოს, უპასუხა მომღერალმა.

ამ ამბავს სოციალურ
ქსელში ბევრი გამოეხმაურა. მათ შორის მომღერალი ნინი ბადურაშვილი.

„სირცხვილი“! წერს ნინი.

„მსგავსი არაფერი მინახავს, ეს რა ხდება“

„კოშმარი! არაფერში არ წერია“

„ეს არის უპატივცემულობა!“

„მარაზმი! მაყურებლის შეურაცხყოფა“!, ვკითხულობთ ნინის სტატუსის კომენტარებში.
ბეჭდვა