12 იანვარი, 2016
ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძლის ემოციური პოსტი - „იმედი მაქვს, მოვახერხებ, ჩემი ბიჭები ისე გავზარდო, რომ“...
თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია პროფესიით პიანისტია და საქართველოში ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას მართავს.
რამდენიმე საათის წინ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, სურს მის გარშემო უმადური ადამიანები აღარ არსებობდნენ.

"როდესაც ადამიანებზე წარმოდგენა გეკარგება!

ყველაზე მტკივნეული ამ ქვეყნად უსამართლობა მგონია... ყველაზე მდაბიო კი ის ადამიანები, ვისაც მდგომარეობა, სიტუაცია, რაღაც ქაღალდები (რომლითაც გონიათ ადამიანების
კეთილგანწყობასაც იყიდიან) ცვლით, ავიწყდებათ საიდან მოდიან.

ავიწყდებათ ვინ გაუწოდა ხელი წამოდგომისას, ან უბრალოდ ავიწყდებათ ადამიანური საქციელი... ვინატრებდი ჩემს გარშემო გაიფილტროს ასეთი ადამიანები, ასეც მოვიქცევი.

მე მიყვარს გულწრფელი ადამიანები. თავმდაბალი ადამიანები, რომლისთვისაც მთავარ ღირსებად სიმართლე და ადამიანობა რჩება... "დრონი მეფობენ და არა მეფენი"... იმედი მაქვს, მოვახერხებ, ჩემი ბიჭები ისე გავზარდო რომ მათთვისაც ეს ფასეულობა იყოს უმთავრესი"... წერს თათია.

მეგობრების კომენტარებში კი ვკითხულობთ, რომ მსგავსი სიმართლე თბილისში დიდი ხანია, არ მოუსმენიათ.

ბეჭდვა