რეიტინგული ფოტო
 
ნატა გულიაშვილი უკრაინულ ''ფლეიბოისთან'' რაიმე სახის მოლაპარაკებას უარყოფს
ნატა გულიაშვილი უკრაინულ ''ფლეიბოისთან'' რაიმე სახის მოლაპარაკებას უარყოფს
11 იანვარი, 2016
''როგორც ცნობილი ხდება მსახიობი ნატა გულიაშვილი უკრაინულ ფლეიბოის გარეკანზე დაიბეჭდება. უკრაინული ფლეიბოის მესეურვებმა მსახიობს სულ რამდენიმე კილოგრამის დაკლება სთხოვეს, რის შემდგომაც ნატას ფლეიბოიში გადაიღებენ'', წერს ერთ-ერთი ინტერნეტ საიტი და ნატა გულიაშვილის ეროტიულ ფოტოს აქვეყნებს.

ამ ამბავთან დაკავშირბით თავად ნატას დავუკავშირდით. ნატამ გვითხრა, რომ ინფორმაცია მასთან გადაუმოწმებლად დაიწერა და არანაირად არ გეგმავს უკრაინულ ''ფლეიბოიში'' გადაღებას და ამ თემაზე საუბარი არც ყოფილა. ეროტიულ ფოტო კი ძველია, რომელიც ქართულ ''ფლეიბოისთვის'' წლების წინ გადაიღეს.

შეგახსენებთ საქართველოში რამდენიმე წლის წინ გამოდიოდა ჟურნალი ''ფლეიბოი'', რომელიც რამდენჯერმე სკანდალში გაეხვა და მალევე დაიხურა.

გასულ წელს საუბრობდნენ, რომ მოდელი თამუნა ვაშალომიძეს იღებდნენ რუსულ ''ფლეიბოიში'', თუმცა მოგვიანებით მოდელსა და ჟურნალს შორის ხელშეკრულბა ჩაიშალა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კატეგორიის სხვა სიახლეები