07 იანვარი, 2016
რატომ შეადარეს სოფო ნიჟარაძე ინდური სერიალის გმირს - იჩას

ადმინის კითხვას უამრავი კომენტარი მოჰყვა

შვიდ ნოემბერს „ნიჭიერის“ მომდევნო ტურში ნიკა გვარამიას ნაცვლად ჟიურის წევრობა სოფო ნიჟარაძეს დააკისრეს. სოფომ, სანამ ჟიურის წევრებს შეუერთდებოდა „ნიჭიერის“ სცენაზე იმღერა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ძალიან ინერვიულა.

კონკურსანტებს დაჰპირდა, მკაცრი ჟიურის წევრი არ იქნებოდა, რადგან კარგად ესმოდა მათი.

„ნიჭიერის“ ფეისბუქგვერდზე ადმინმა სოფოს ფოტო გამოაქვეყნა წარწერით : „ნიკას ნაცვლად, ჟიურის ადგილი დღეს სოფო ნიჟარაძემ დაიკავა! ელოდით მის ხილვას ჟიურის წევრად"?

ადმინის კითხვას უამრავი კომენტარი მოჰყვა, ბევრი აღფრთოვანებულია სოფოს გარეგნობით და სიმღერით და
წერენ, რომ ის ძალიან საყვარელია.

ზოგს „ნიჭიერში“ მომღერლის გამოჩენამ „იქს ფაქტორი“ გაახსენა. წერენ, რომ სოფო, გეგა ფალავანდიშვილი და ვანო ჯავახიშვილი საუკეთესო ჟიური იყო.

ზოგს კი სოფოს ნიჭიერში ნახვამ ინდური სერიალის გმირი, იჩა გაახსენა. იჩა, რამდენიმე სერიის წინ გარდაიცვალა.

„მიცვალებული აღსდგა“, წერენ კომენტარებში.

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სატანებს
ლალი ჯანიკაშვილო საკუთარ თავს მიხედე და საკუთარ უფერულობას.სოფომდე ასი წელი ვერ მივა შენნაირი გესლიანები.შენ არ გეღირსა ფერი და არაფერი.მოგკლავს ამ წელში ბოღმიანობა და დარდი სხვების წარმატებაზე.
19:20 / 11-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი ჯანიკაშვილი
უფრო კარგი იქნებოდა, მიშას სახელთან რომ არაფერი საერთო არ ქონოდა. გაუფერულდი და .......
12:33 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS