რეიტინგული ფოტო
 
მიშა გომიაშვილი პატრიარქის შეურაცხმყოფელებს ემუქრება - „ვინც პატრიარქზე ცუდს იტყვის, დედებს მოვ...“
მიშა გომიაშვილი პატრიარქის შეურაცხმყოფელებს ემუქრება - „ვინც პატრიარქზე ცუდს იტყვის, დედებს მოვ...“
07 იანვარი, 2016
რატი ამაღლობელის ლექსს "პატრიარქი გაიყინა", დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოეტს დიდი კრიტიკა ხვდა წილად, მოგვიანებით კი ნინია კაკაბაძემ მადლობა გადაუხადა დედას, რადგან ბავშვობიდან ასწავლიდა, რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო.

მომხდარს ფეისბუქსზე მსახიობი მიშა გომიაშვილი გამოეხმაურა.

"ბოდიშს ვიხდი გრამატიკის გამკო. ზოგჯერ კლავიშა არ მემორჩილება. მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ასეთ საკითხს. მაპატიეთ ჩემო მეგობრებო! ლეკსიკისა გამო. სხვანაირად როგორ უნდა არ ვიცი. ბოდიში. ბავშვებს არ წააკითხოთ "ეხლა მივმართავ ყველა იმ ნაბოზვარს!!! დედებს მოგიტ...თ!!!! ვინც აწი პატრიარქზე ცუდს იტყვის! თქვენ დედებს მოვ..."!

მსახიობის სტატუსს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ახალი ინიციატივა მოჰყვა, ზოგიერთი ითხოვს, რომ პატრიარქის შეურაცხმყოფელს ამიერიდან კანონმა გასცეს პასუხი:

მესმის განწყობა ბატონო მიშა, ზუსტად მაგას ისახავენ მიზნად, რომ წონასწორობა დაგვაკარგინონ და ვაგინოთ ან ვცემოთ ან რამე ეგეთი, მაგრამ საკითხი გაცილებით ღრმაა და გინება არ უშველის ამ საქმეს. იგივე ხელწერით მუსლიმანებს აყენებენ შეყრაცხყოფას. გახსოვთ კარიკატურები და დახოცილი ჟურნალისტები, ეგ ტილიანი ვითომ პოეტი არ გვებრძვის, გვებრძვის გაცილებით დიდი და ბოროტი ძალები ეგენი კუკლები ვითომ პოეტები ახმოვანებენ უბრალოდ, ამიტომ საკანონმდებლო დონეზე სიწმინდის შეურაცხყოფაზე უნდა იქნას მიღებული ისეთი კანონი რომ აზრადაც აღარ მოუვიდეთ მსგავსი რამ, იყო ინიციატივა ამ თემაზე და მიჩუმათდა, მგონია აქეთკენ ჯობია მივმართოთ ენერგია თორემ მაგათი ბებერი დედების გინება, რა ხეირს მოიტანს თორემ კი ბატონო, ვაგინოთ.“

ინიციატივას ბევრი ეთანხმება, და ფიქრობენ, რომ შექმნილი სიტუაციიდან შესანიშნავი გამოსავალი იქნება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (10)
15:55 / 08-01-2016
beno
შემოსავაა ჩვენს ეკლესიაზე ისევ შინაური გამყიდველი ნაძირლების მეშვეობით. ისლამურ ქვეყნებში ასეთებს უბრალოდ ქუჩაში არ გააჭაჭანებდნენ. ცხვირ-პირს დაუნაყავდნენ.
15:42 / 08-01-2016
ლაზარე
რა კომენტარი უნდა გააკეთოს მორწმუნე ადამიანმა მიშას ამ "შედევრზე"? არც არაფერი. მოლოდ უფალს შევთხოვოთ, რომ გონება გაუნათოს და ტკბილი ენით მოთოკოს პატრიარქის შეურაცმყოფელი ადამიანები, თუ ასეთები არსებობენ. მიშა იმასაც კი ვერ აცნობიერებს, რომ ძალადობას და მუქარას, ძალადობა და მუქარა დაუპირისპირდება ისევ. მიშა იმასაც კი ვერ ხვდება, რომ მისი ამ "უნიკალური" მოწოდებით, ისევ იმ უგვანო ხალხის წისქვილზე ასხავს წყალს, რომელიც ჩვენს რელიგიასა და სულიერ მამას ებრძვის. აქვე მინდა დავამატო, რომ რატის იმ "ცნობილ" ლექსში, მე ვერ ამოვიკითხე პატრიარქის შეურაცყოფა.
15:30 / 08-01-2016
ირაკლი
სამყარო თავისი არსით ქაოტურია, იგი დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა (მე ამ თეორიას ვიზიარებ) და მასში არ არსებობს სიკეთისა და ბოროტების მოდელი. სიკეთე და ბოროტება მხოლოდ ადამიანთა გონების პროექციაა, რომელზეც, კონკრეტულ ხალხებსა და საზოგადოებებში, მათი რელიგია, ეკონომიკა და კულტურაა პასუხისმგებელი. რაც უფრო სუსტია ეკონომიკა და ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების ყოფით მოთხოვნილებებს, მით უფრო დაბალი და მდარე ხდება კულტურაც და ამგვარად მასის ბნელ გონებას ეპატრონება და ძლევამოსილებას იძენს ესა თუ ის რელიგიური კონფესია, იგი ქვეყნის გაბატონებული კასტის მხარდაჭერით სარგებლობს, მშიერ და გაბრაზებულ ბრბოს თოკავს ჯოჯოხეთის მუქარით და ამ ხერხით ცდილობს მოიპოვოს გავლენა მასზე. ადამიანში ადამიანური მხოლოდ აზროვნებაა. მასობრივი შეკრება-მსვლელობებისკენ მასას თავისივე სულიერი სიცარიელე უბიძგებს, იგი მასაში არევით ცდილობს ამ ნაკლის განეიტრალებას, მთავარი ესაა და ამ გაგებით, რა მნიშვნელობა აქვს ეს რელიგიური, ლგბტ თუ კიდევ სხვა სახის საზეიმო მსვლელობებით გამოვლინდება?.. ისინი აგრეთვე აგრესიითაც გამოირჩევიან, ვინაიდან მასის თვისებაც სწორედ ესაა. სამწუხაროა, რომ ადამიანი ინტელექტს უგულველყოფს და ჯოგური არსებობისკენ მიილტვის...
02:52 / 08-01-2016
მარი
აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონი მიშას პოზიციას და იმ მოსაზრებას რომ ეს სულმოკლე ადამიანები უმკაცრესად უნდა ისჯებოდნენ, უპირველეს ყოვლისა ადამიანის შეურაცხყოფა და ცილისწამება წარმოადგენს დანაშაულს, რომელზეც უნდა მოხდეს რეაგირება და დამნაშავემ აგოს პასუხი, არ ვსაუბრობ უკვე იმ ცოდვის სიმძიმეზე რომელსაც სჩადიან, უფალმა დაიფაროს ჩვენი პატრიარქი და გაააძლიეროს ჩვენი ერის სულიერი მამა მხსნელი და მფარველი და თუ საჭირო გახდება დარწმუნებული ვარ საქართველოში ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში კიდევ ბევრნი ვართ ქრისტიანები, რომლებიც მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ძალებით დავიცვათ უწმინდესი
20:27 / 07-01-2016
Ar dablokot!!!!!!!!!
Kanoni eget xalxs ver ushvelis,shegnebul adamians romelsats ganatlebaze da mitumetes poetobaze akvs ambitsia Ar ekadreba ese xmamagla sidzulvilis gamochena.dges shegvaxsenes misi ojaxisshviloba da shemetsoda misi tsinapari.
კატეგორიის სხვა სიახლეები