06 იანვარი, 2016
რატომ ეუბნებიან ია ფარულავას ტელევიზიები უარს - ''100% რეიტინგული იქნება, მაგრამ''...
მსახიობს მეგორები სთავაზობენ, რომ საკუთარი ტელევიზია გააკეთოს
''ბევრს აინტერესებს რატომ არ ვაკეთებ რაიმე მაგარ გადაცემას, რატომ ვზარმაცობ, რატომ ვარ მხოლოდ ჟიურის და რეიტინგული სტუმრის აპლუაში მუდამ და ა.შ. ჩემი პასუხია: დავწერე უმაგარესი პროექტი 100% რეიტინგული იქნება, მაგრამ ერთი ტელევიზია მეუბნება: მე ამას ვერ გავქაჩავ არ მეყოფა ამის რესურსი, მეორეს ეშინია და ამბობს ჩემი ფორმატი არაა (უცენზუროა )და რა ვქნა ახლა მე?'' კითხულობს ია ფარულავა ფეისბუქზე.

მსახიობს მეგობრები სთავაზობენ, რომ საკუთარი ტელევიზია გააკეთოს. ია არ ეთანხმება ერთი
გადაცემის გამო ტელევიზიის გახსნის იდეას. თუმცა მეგობრები, მაინც ურჩევენ, რომ იფიქროს ამ თემაზე.

ბეჭდვა