06 იანვარი, 2016
''ჩემი ცოლის დაქალები'' მორიგ სკანდალში გაეხვა - შესაძლოა, სერიალმა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე ცუდად იმოქმედოს
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" უკვე ბევრჯერ გაეხვა სკანდალში. ამჯერად კი მათ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების კიდევ უფრო დამძიმებაში ადანაშულებენ.
სერიალში ორსულობის გაშარჯებამ, შესაძლოა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს, ამბობს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა და ერი შემცირებულია, უნდა გატარდეს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკა ქვეყანაში და მასში აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება და განსაკუთრებით მედია.

შეგახსენებთ, ჩემი ცოლის დაქალების ბოლო სერიებში ორსულობის თემას ეხებოდა. ფეხმძიმე კატო ორსულების სილამაზის კონმკურსში იღებს
მონაწილეობას. სიუჟეტის მიხედვით კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს წარმომადგენელია.
ბეჭდვა